ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 იანვარს მოხდა.

თამაშები

2 იანვარს "ბარსელონამ" 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1884 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჯეკ გრინვილი (სურათზე). მან კლუბის შემადგენლობაში, 1912-16 წლებში, 88 თამაშში 10 გოლი გაიტანა. "ბარსას" მწვრთნელი კი გრინვილი 1921-23 და 1931-33 წლებში იყო. ფეხბურთელობის დროს გრინვილმა 2-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი, ხოლო მწვრთნელობის დროს 2-ჯერ ესპანეთის თასი და 5-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი მოიგო.

1944 წელი

წლის პირველი "კლასიკო", რომელიც "ესტადიო ჩამარტინზე" გაიმართა, "ბარსელონამ" 1-0 მოიგო. სტუმართაგან გოლი ხოსე ვალე მასმა 50-ე წუთზე გაიტანა.

1967 წელი

56 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მცველი რამონ საბალო. 1929-37 და 1944-45 წლებში მან "ბარსას" შემადგენლობაში 89 თამაში ჩაატარა 5 გოლი გაიტანა. "ბლაუგრანში" მან ერთხელ ლა ლიგა და 5-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი მოიგო.

1988 წელი

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "რეალმა" 2-1 მოიგო. მასპინძელთაგან დუბლი უგო სანჩესმა შეასრულა, სტუმართაგან კი თავი ბერნდ შუსტერმა გამოიჩინა.

2011 წელი

ჩავიმ "ბარსელონას" მაისურით 549-ე თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მანამდე რეკორდსმენს, მიგელს გაუთანაბრდა."ლევანტესთან" გამართული ის შეხვედრა "ბარსამ" პედროს დუბლით 2-1 მოიგო.

2013 წელი

იოჰან კრუიფმა კატალონიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ბოლო თამაში ჩაატარა. მისი გუნდი ნიგერიას ანგარიშით 1-1 დაუზავდა.

2016 წელი

ესპანეთის ჩემპიონმა "ბარსელონამ" "ესპანიოლთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 0-0 ითამაშა. ამის გამო "ბარსამ" ლიდერობა "ატლეტიკოს" დაუთმო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 2 იანვარი 2021 14:03
    0
    საინტერესოა
    --------------------
    Always basca
    Culé [?]
    #2 2 იანვარი 2021 13:31
    1
    მომწონს❤❤❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #1 2 იანვარი 2021 12:39
    0
    ძან კაია ასე განაგრძეთ
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE