იუსუფ დემირი რონალდ კუმანის გეგმებში აღარ შედის

იუსუფ დემირი რონალდ კუმანის გეგმებში აღარ შედის

“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი იუსუფ დემირი გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმების ნაწილი აღარაა. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

“ბარსამ” დემირი გასულ ზაფხულში ვენის “რაპიდიდან” ერთწლიანი იჯარით აიყვანა. კატალონიურ კლუბს სეზონის ბოლოს ავსტრიელი ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დემირისადმი ნდობა დაკარგა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ შეტევის მარჯვენა ფლანგზე სერჟინიო დესტი თამაშობს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” უკვე აღარაა დარწმუნებული იმაში, გამოისყიდის თუ არა 18 წლის მოთამაშეს სეზონის ბოლოს.

კლუბში დემირს ასე ახასიათებენ: “იუსუფს კარგი პრესეზონი ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონატის დაწყების შემდეგ მასზე ზეწოლამ იმოქმედა. ის ცდილობდა ერთი-ერთზე თამაშს, მაგრამ ამას აღარ აკეთებს. როდესაც ბურთი მასთან მიდიოდა, იგი ყოველთვის გამოსავალს იოლი პასის გაკეთებით ეძებდა”.

იუსუფ დემირმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 5 მატჩში მიიღო და მოედანზე მხოლოდ 188 წუთი გაატარა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (13)

  • Barca_MNS
    27 ოქტ 2021, 12:26

    არ შედის …
    მაგრამ ცაცია ამის მეტი კიდე გვყავს მარჯვენა ფლანგზე დესტს როგორ ვერ ჯობია 🙁

    მიანც მგონია, რომ ეს ბიჭი შემტევ ნახევარდაცვაშ უფრო პერსპექტიულია ვიდრე ფორვარდად. ეჰ მწვრთნელი მწვრთნელი…
    როგორ ალპობს ფეხბურთელებს, პიანიჩი იყო ნათელი მაგალითი, კი პუჩი 22ისაა და აქვს რესურსი კიდევ ასაკის მხრივ, მაგრამ რაც პიანიჩს გაუკეთა ეგ ყველაზე მკაფიოდ აჩენს ამის სიჯიუტეს. ზოგადად სიჯიუტეზე იდიოტური თვისება არაფერია.

  • nika 54
    26 ოქტ 2021, 19:59

    კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი იკარგება კუმანის მცდელობით.

  • EL MAESTRO 6
    26 ოქტ 2021, 16:44

    ხო მიდი მიდი ესეც მოიშორე და მერე დაგჩება ინვალიდი დემბელე მარტო მარჯვენა ფლანგზე… შენ ბიძია ცოტა #ყოარ ხარ.. ნუ კოლიადოს რაც გაუკეთა ეგ საერთოდ სირცხვილი იყო და ასევე მანაის რაც შეეხება მიეცა შანსი მაგისთვის ამ ხე იონგს მაინც ხო აჯობებდა , არა რა აშკარად არაა ამის საქმე მწვრთნელობა, წადი კუმან , შეირგე შენი ლეგენდობა, წაიღო ის მილიონები და შვილიშვილებს კანფეტი უყიდე

  • M10 S9 D11
    26 ოქტ 2021, 13:35

    ამ ვითომ ტალანტის გამო კოლადოს მოუსპო სათამაშო დრო და ეხლა აღარ შედის კუმანის გეგმებში? იმენა ყველანაირად ჩლუნგია ეს კაცი

  • frenkie dejong21
    26 ოქტ 2021, 13:13

    კოლადოს პოზიციაზე ხომ დიდი
    კონკურენციაა 🤡

  • Albicelecte
    26 ოქტ 2021, 13:07

    და აქამდე რატომ შედიოდა?!
    ტიპი წესიერად ბურთს ვერ აჩერებს და ორთაბრძოლებში სულ მოედანზე ეგდო, რასაც ვუყურე
    თან ამისათვის არ სჭირდებათ წესის დარღვევა

  • RiquiPuig
    26 ოქტ 2021, 12:51

    ველოდები იმას როდის გავიგებ,ბარსელონას გეგმებში რონალდ კუმანი აღარ შედის..,

  • Don_Andresito
    26 ოქტ 2021, 12:27

    ციტატა: Vito Kharshiladze
    ხოდა კოლიადო გვიზის ახლა უსაქმოდ როცა ეგეც იგივე პოზიციისაა დაიწყო ამ დებილმა ახალი პედრის ძებნა ვითომ ყვა ბავშვი ასე მარტივად შევიდოდა ძირითადში


    რამდენჯერ დააიგნორეს ეგ ბიჭი, ხან ტრინკაო ამჯობინეს ხან დემირი არადა ჩვენი გუნდის აღზრფილია და სულ სხვა ინტელექტი აქვს, რათო უნდა ამჯობინო თურქ ავსტრიელი ვიღაც. მარა აი ვნახავთ გაუშვებენ კოლიადოს შანსს არ მისცემენ. კუმანი კიდე რა სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობს, 2 პარასკევი დარჩა

  • Barca1980
    26 ოქტ 2021, 12:25

    თუ ვინმე დამისახელებს ამ დებილი მწვრთნელის დადებითი კუთხით მოქმედებას , ვაღიარებ რომ შევცდი კუმანთან მიმართებაში . უარყოფითი თავზე საყრელია : გადაწვა პედრი , დაიკარგა საერთოდ ფრენკი , ბავშვები ისეთი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან , თავისთავზე თამაშს აღარ იღებს არავინ , ფატისაც იგივე ელის , ნიკოსაც და მინგესა გარსიას კი ვხედავთ რაც ხდება . ვალენსია მაგის წასვლის მერე სამი წელი ცდილობდა მაგის გაფუჭებულის გასწორებას . ეს მწვრთნელი არის ღლეე , ბოღმიანი და მშიშრა ადამიანი . არასოდეს არ ელოდო სიკეთეს მშიშარა ადამიანისაგან .

  • Clever liar
    26 ოქტ 2021, 11:41

    ვინც შედიოდა ისინი ხო დააყენე გზაზე 😀

  • გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    26 ოქტ 2021, 11:40

    ფუ მართლა რა ლეში კაცია, საერთოდ რამე გეგმა აქ რო? უკვე ნამდვილად მგონია რო გონებრივად შეზღუდულია ეს არამზადა😔

  • Vito Kharshiladze
    26 ოქტ 2021, 11:34

    ხოდა კოლიადო გვიზის ახლა უსაქმოდ როცა ეგეც იგივე პოზიციისაა დაიწყო ამ დებილმა ახალი პედრის ძებნა ვითომ ყვა ბავშვი ასე მარტივად შევიდოდა ძირითადში

  • Norman Bates
    26 ოქტ 2021, 11:33

    და ამის გამო გაწირა კოლიადო იმ მართლა ხისთავიანმა ბურატინომ? ფუ რა ამაზრზენი კაცია