“ბარსელონას” ცენტრალური მცველი და კაპიტანთა ოთხეულის წევრი ჟერარ პიკე მადრიდის “რეალთან” დაპირისპირების წინ ამაღლებულ განწყობაზეა.
პიკემ ახლახანს Movistar-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიური კლუბის შანსებს ოპტიმისტურად უყურებს.
“ელ კლასიკოში” კარგ დროს გავატარებთ.
ამ წყვილში გამარჯვების მოპოვებას ბევრად მეტი რამე მოაქვს, ვიდრე უბრალოდ 3 ქულა. მარადიული მეტოქის დამარცხება გაძლევს მხნეობას, ძალასა და თავდაჯერებას, რომლებიც მომდევნო მატჩებშიც გაგყვება.
გუნდს კარგი დინამიკა აქვს, “რეალთან” კონკურენციის გაწევისთვის მზად ვართ და არა მხოლოდ ამ შეხვედრაში გამარჯვება, არამედ ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლაც შეგვიძლია.
– თქვა 34 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც გუნდის წინა შეხვედრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ოთხშაბათს, პიკეს ერთადერთი გოლით “ბარსამ” კიევის “დინამო” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი 3 ქულა ჩაიწერა.



იმედია ხვალაც მოგვაგებინებს "კაპიტანთა ოთხეულის წევრი" თამაშს.
რას აპირებ პრეზიდენტო? ფლუგენგენგენხოლენი გაამზადე?
ისევ ეს თუ დამუხტავს სასტავს. აბა კუმანი რისი დამმუხტავიცაა ვნახეთ
,,ელ კლასიკოში" კარგ დროს გავატარებთ"…იგრიალე ოქრო რაშეგრჩენია მეტი
ეს მგონი ორგიის მოწყობას აპირებს მადრიდელთა საჯარიმოში
