მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ “ელ კლასიკომდე” რამდენიმე დღით ადრე Movistar-თან ინტერვიუ ჩაწერა და “ბარსელონას” შესახებაც ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარები რონალდ კუმანსა და ანსუ ფატიზე გააკეთა.
“ელ კლასიკოსთვის” ისე ვემზადებით, როგორც ამ ტიპის სხვა მატჩებისთვის. შეხვედრის მნიშვნელობა გვესმის და მშვიდად და თავდაჯერებულად ვმუშაობთ.
ჩვენ მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. მატჩი ჩვენთვისაც და “ბარსასთვისაც” თანაბრად რთული იქნება, რაც ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის ნორმალურია.
ფატი? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც მუდმივად ვითარდება, ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფატი დამამთავრებელ ფაზაში ძალიან კარგად თამაშობს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა.
კუმანი ძალიან კარგი მწვრთნელია. “ევერტონში” სწორედ რონალდის შემდეგ მივედი და მასზე დადებითად საუბრობდნენ. კუმანს კარგად არ ვიცნობ, თუმცა მისი კარიერა დადებითის თქმის საფუძველს იძლევა. “ბარსელონას” გაწვრთნა ადვილი არაა. გუნდი იცვლება, რასაც, ჩემი აზრით, ისინი კარგად უმკლავდებიან.



კუმანი ძალიან კარგი მწვრთნელია. "ევერტონში" სწორედ რონალდის შემდეგ მივედი და მასზე დადებითად საუბრობდნენ
ეს ღადაობს?.
კუმანს დაცინის
მაგარი მწვრთნელია ეს ჩათლახი
გუნდი იცვლება, რასაც, ჩემი აზრით, ისინი კარგად უმკლავდებიან.
"პაპა კარლა" გვეკაიფება???
=========================
რა დრო დადგა, მაგრამ არაუშავს, ამ სამყაროში ყველაფერი დროებითი და ცვალებადია – აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს და პირიქით!