პიკე ბარსას ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა

პიკე ბარსას ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა

“ბარსელონამ” დღეს “კამპ ნოუზე” კიევის “დინამო”, მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შანსები შეინარჩუნა.

ანგარიში 36-ე წუთზე კატალონიელთა ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ გახსნა. 34 წლისა და 260 დღის პიკე “ბარსელონას” ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. მან ამ მაჩვენებლით “ბლაუგრანას” ყოფილი მცველი, სილვინიო ჩამოიტოვა, რომელმაც 2008 წელს, დონეცკის “შახტარს”, 34 წლისა და 241 დღის ასაკში გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ პიკემ კიევის “დინამოს” ზედიზედ მეორედ გაუტანა. 2020 წლის 4 ნოემბერს, ასევე ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, ის ასევე გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    21 ოქტ 2021, 17:45

    რა დღეში ვართ, კიევთან სახლში 1-0 მოგებულ თამაშშიც რო რეკორდს ვპოულობთ

  • El pistolero 9
    21 ოქტ 2021, 02:26

    ციტატა: C.PC5
    ბებერი ლომია❤️ როგორ დააკვდებოდა სამკლაური😎


    ერთი გოლიც და ჩემპიონთა ლიგაზე მცველებში გოლებით პირველე გადავა!!!

  • C.PC5
    21 ოქტ 2021, 00:06

    ბებერი ლომია❤️ როგორ დააკვდებოდა სამკლაური😎