workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატი კონტრაქტს დღეს გაახანგრძლივებს | ფაბრიციო რომანო

ანსუ ფატი კონტრაქტს დღეს გაახანგრძლივებს | ფაბრიციო რომანო

“ბარსელონამ” და ანსუ ფატიმ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. ხელშეკრულება 2027 წლამდე იქნება გათვლილი.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი ხელშეკრულებას ფორმალურად დღეს გაახანგრძლივებს, ოფიციალური ცერემონია კი ხვალ გაიმართება. გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. 

განახლებული კონტრაქტით, ფატის ანაზღაურება გაიზრდება, რასაც, ტიტულების მოგების შემთხვევაში ბონუსები დაემატება.

MD წერს, რომ “ბლაუგრანა” ფატის საქციელით ძალიან კმაყოფილია – ანსუმანემ ბოლო პერიოდში რამდენიმე კლუბისგან მიიღო შემოთავაზება, თუმცა ისინი უარით გაისტუმრა, ფეხბურთელს მხოლოდ “ბარსაში” თამაში სურს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 21 ოქტ 2021, 18:12

    მერე დაიბრუნებს იმ ფორმას რაც ქონდა? ესეც დემბელესავით არ დაითარსოს.

  • El pistolero 9
    schedule 21 ოქტ 2021, 02:09

    ✍✍❤