გუშინ, ლა ლიგის მე-9 ტურში, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსია”, ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, აღნიშნული გამარჯვება ჟერარ პიკესათვის, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით, პრიმერა დივიზიონში რიგით მე-400 აღმოჩნდა, რითაც ის კლუბის ისტორიაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, პიკეზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეო მესის (542), ჩავის (476), ანდრეს ინიესტასა (459) და სერხიო ბუსკეტსს (445) აქვთ.
კატალონიელებმა გუშინდელ შეხვედრაში ანსუ ფატის, მემფის დეპაისა და ფილიპე კოუტინიოს გოლებით იმარჯვეს.




არადა ამის სადებიუტო მატჩი მახსოვს ბარსაში ობოლაძეს მიყავდა მატჩი
კარგია ამ ნიშნულს თუ მიაღწია, ალბათ ამ სეზონის მერე კარიერას დაასრულებს
იუბილარია ფაქტიურად.
ინიესტას არამგონია დაეწიოს თუ მაინცდამაინც 2 სეზონი კიდე არ ითამაშა ბარსაში. ვფიქრობ დადგა დრო დაამთავროს კარიერა და იყაროს პრეზიდენტობაზე კენჭი