საუდის არაბეთის საჯარო ინვესტიციების ფონდის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, “ნიუკასლ იუნაიტედი” ამბიციურ ტრანსფერებს გეგმავს და მათ სამიზნეთა შორის “ბარსელონას” მოთამაშეებიც არიან.
პირველი ფეხბურთელი, რომელზეც მედიაში დაიწერა, ფილიპე კოუტინიო იყო. ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი კლიენტის მიზანი “ბარსას” შემადგენლობაში თავის დამკვიდრებაა და არა პრემიერ ლიგაში დაბრუნება, სადაც მან კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.
ამჯერად საუბარი ორ მოთამაშეზეა: სერჟი რობერტო და უსმან დემბელე. ცნობას Marca ავრცელებს.
სხვადასხვა მიზეზების გამო, ორივე ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. “ბარსას” სურს, რომ უსმან დემბელე, რომელიც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა, კიდევ რამდენიმე სეზონით შეინარჩუნოს და თავის გამოჩენის მორიგი შანსი მისცეს, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი სხვა შემოთავაზებებს ელოდება და გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
სერჟი რობერტოსთან მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე პოზიტიური შედეგისკენ მიდიოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით შეთანხმება ხელფასის თაობაზე ვერ მოხერხდა და ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.




ახმედ ჰაი ახმედ ჯერ კოუტინიო ! მეერე დემბელე და რობერტო ოღონდ ჯერ კოუტინიო
ბიჭოო ისე ხო შეიძლება ბარსას დაეცეს ასეთი ტუზი. ახლა ნიუკასლი დაიწყებს შენებლობას და ბარსა ისევ ვალებში იქნება.
ჩემი აზრით გუნდიდან არაფრის მომცემი ხალხი + ასაკოვნები უნდა წავიდნენ.
გუნდი ისე უნდა გაახალგაზრდავდეს რომ პამპერსის კომპანიებმა დაასპონსოროს.
რობერტო სკამის კაცია, 30 ხდება და იცის, რომ მისი წასვლით არაფერი ისეთი არ დაშავდება
დემბელეში და კოუტინიოში ჯამში 250 მილიონია გადახდილი, კოლოსალური ხელფასები ზემოდან კიდევ, ამის ფონზე ისეთი არაფერი გაუკეთებიათ გუნდისათვის (1 შორიდან გავარდნილი დარტყმის გარდა)
ამიტომ თუკი დროულად წაბნელდებიან და პლუს თავის წილ, 25-35 ლიმონსაც შემოუტანენ გუნდს, ამით უბრალოდ ადამიანის სახეს შეინარჩუნებენ
აი თურმე რატომ შეწყვიტა რობერტომ მოლაპარაკებები. ესეც კაი ნაგავი ყოფილა დემბელეზე ლაპარაკიც აღარ ღირს, დაყარონ სათადარიგოზე ეს ორი ნაგავი.
ნეტა ზამთარში წაიღონ ორივე
რობერტო კიდევ რაღაცას გავს და არც არავინ ისეთს არაფერს ელოდა მაგისგან
კოუტინიო კიდევ არის მაოხრებელი მკვდარი
კოუტინიოც წაიყვანონ დემბელეც რობერტოც ლენგლეც უმტიტიც და ბრაიტვაიტიც თუ უნდათ
ის რომ ზამთარში უნდა მოვიშოროთ. 10 მილიონი რობერტოში და 30 დემბელეში. პლიუს დაზოგილი ნახევარი წლის ხელფასი ჯამში 65 მილიონია
ამ მომენტისთვის ერთადერთი კოუტინიოს ტრანსფერი შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენთვის დადებითად, რადგან ფულის გადახდა მოუწევს შეიხას. დემბელე და რობერტო თუ არ ახანგრძლივებენ ისედაც უფასოდ წავლენ და მაგას რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, სადაც უნდათ იქ წავიდნენ მერე. იმედია დემბელესთან მოხერხდება რამე თორე ასე მართლა უფასოდ გაშვება პზდც.
ვაახ ამათმა თუ ეს ნაგავი ხალხი მოგვაშორა კუმანს საჩუქრად გავატან , თან შევუფუთავ
წაიღეთ ორივე!! ნიუკასლს ერთი 80მლნ თუ ავცინცლეთ ამ ორში ზამთარში სტერლინგი იყიდონ, მერე ზაფხულში ჰოლანდზე უნდა იჩალიჩონ და პოგბაც თუ გადმოიბირეს(რაც ძაან მეეჭვება) დადგება გუნდი ჩვენგან. ოღონდ ერთია-კუმანი უნდა წავიდეს!!
🚨 დანი ალვეშს ბარსელონაში დაბრუნება უნდა 🔙🔵🔴
⭕️ კატალონიურ კლუბში ეს იციან და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ – ბრაზილიელი მცველისთვის ფინანსები პრობლემა არ არის, მას მხოლოდ დაბრუნება სურს 🤝❤️
#POSTVტრანსფერები
აუუბიჭოო დააბრუნონ რაიქნება 30წუთი მინიმუმ გაქაჩავს ❤💫და ბარემ აქვე დააასრულოს კარიერა