მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰილ-ვუდი: “ჩვენ არ ვაპირებთ სესკზე ფასის დაწევას”

ჰილ-ვუდი: “ჩვენ არ ვაპირებთ სესკზე ფასის დაწევას”

ლონდონის “არსენალის” პრეზიდენტმა, პიტერ ჰილ-ვუდმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი კლუბი არ აპირებს დათმობაზე წასვლას სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის საკითხში.

“SkySports”-ის ცნობით “არსენალმა” უარი განაცხადა “ბარსელონას” შეთავაზებაზე, რომელიც 30 მილიონ ფუნტს შეადგენდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სესკი კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მასში არანაკლებ 40 მილიონი ფუნტი იქნება გადახდილი.

ჭორები იმის შესახებ, რომ სესკი მაინც გადავა კატალონიაში გაამწავავა იმან, რომ ის კლუბს ლისაბონში არ გაჰყვა. “არსენალის” პრეზიდენტმა კი უარყო მსგავსი რამ.

“Daily Star”-თან ინტერვიუში ჰილ-ვუდმა განაცხადა: “უკანასკნელი შეთავაზება, რომელიც “ბარსელონამ” გაგვიკეთა არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ველოდით. ყველაფერი საკმაოდ მარტივია: ჩვენ დავაწესეთ ფასი, რომელსაც არ შევამცირებთ. ვთვლით, რომ სესკში იმ თანხას ვითხოვთ, რაც ნამდვილად ღირს. დღეს ისეთ ფეხბურთელებში, რომლებიც სესკის ნახევარიც არ არიან მეტ ფულს იხდიან“.

ჰილ-ვუდმა ასევე განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბს თანხის ბონუსებით გადახდა არ აწყობს: “მათ სხვადასხვა ბონუსები შემოგვთავაზეს ფეხბურთელის წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში, თუმცა ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ამდაგვარი მოქმედებებით“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში