პედრის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ესაუბრა.
მადლობა, პედრი. დღეს დიდი დღეა.
მნიშვნელოვანია, რომ ის ძალისხმევა, რაც ორივე მხარემ გასწია, აღიარებული იყოს. ეს ისტორიული მომენტია – პედრი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ უკვე პირველი გუნდის წევრია და შემადგენლობაში თავი დამკვიდრებული აქვს.
პედრის მისი მშობლები და წარმომადგენელი ექტორი ძალიან კარგ რჩევებს აძლევენ.
მინდა, რომ მან კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს. ვფიქრობ, ის ინიესტასა და ჩავის ნაკვალევს გაყვება.
პედრი ფენომენია და მისი რეალური ღირებულება ბევრად მეტია, ვიდრე 1 მილიარდი ევრო, რაც კონტრაქტშია მითითებული.

მესი? მისი თამაშით სიამოვნებას წლების განმავლობაში ვიღებდით. ის აქ 16-დან 34 წლის ასაკამდე იყო, კარიერის საუკეთესო ეტაპზე.
ფატი? კონტრაქტზე მუშაობა მიმდინარეობს, პროგრესი გვაქვს. ვიყოთ მშვიდად და შედეგი გვექნება.
ბართომეუ? იმდენად გახარებული ვარ იმით, რასაც დღეს აღვნიშნავთ, რომ მასზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. ის უბრალოდ უიმედო მდგომარეობაშია. ბართომეუ არის ადამიანი, რომელმაც მხოლოდ ახლა გააცნობიერა, თუ რამდენად მძიმე შედეგები მოიტანა მისმა ქმედებებმა. სულ ესაა.
– განაცხადა ლაპორტამ.

100%
შენ ბართომეუზე დიდი გაიძვერა ხარ ლაპორტ. მესის არ დაასრულებინე კარიერა ბარსაში და პედრი ვინ ჩემი კონჩიტაა?
ბართოს დაასხა ზრდილობიანად