workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი და გავი Golden Boy-ს ნომინანტთა შორის

პედრი და გავი Golden Boy-ს ნომინანტთა შორის

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველები, პედრი გონსალესი და გავი Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

ყოველწლიურად, იტალიური გამოცემა Tuttosport წლის ყველაზე გამორჩეულ 21-წლამდე ფეხბურთელს აჯილდოვებს, ისინი ნომინანტთა 20-კაციან სიაში მოხვდნენ. პედრი, რომელიც კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, ამ ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. 17 წლის გავიმ კი, რომელმაც “ბარსას” პირველ გუნდში თამაში აგვისტოში დაიწყო, მსოფლიოს ყურადღება ერთა ლიგის მატჩებში ნაჩვენები თამაშით მიიპყრო. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში უთამაშია.

Golden Boy-ს მოგების ნომინანტთა ოცეული ასე გამოიყურება: ადეიემი (“ზალცბურგი”), ბელინგემი (“დორტმუნდი”), კამავინდა (“რეალი”), დე კეტელაერი (“ბრიუგე”), გავი (“ბარსელონაა”), ხილი (“ტოტენჰემი”), გრავენბერხი (“აიაქსი”), გრინვუდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), მალდინი (“მილანი”), მუსიალა (“ბაიერნი”), მენდეში (“პარი სენ-ჟერმენი”/”სპორტინგი), პედრი (“ბარსელონა”), პიკოლი (“ატალანტა”), პინო (“ვილიარეალი”), რეინა (“დორტმუნდი”), როდრიგო (“რეალი”), საკა (“არსენალი”), სალიბა (“მარსელი”/”არსენალი”), ტიმბერი (“აიაქსი) და ვირცი (“ლევერკუზენი”).

2020 წელს ეს პრიზი ერლინგ ჰოლანდმა მოიგო, მეორე ადგილი კი ანსუ ფატიმ დაიკავა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 16 ოქტ 2021, 19:31
    #2

    ეგება წელს მაინც მოიგონ, შარშან იმ აყლაყუდამ აჯობა.

  • El pistolero 9
    schedule 15 ოქტ 2021, 16:49
    #1

    აი რა მაგარი ნომინანტები არიან. ამათგან უმეტესობა დიდ ფეხბურთს ითამაშებს. პედრიტოს წარმატებები❤