ბარსელონამ, შესაძლოა, უსმან დემბელეს თამაშის საშუალება არ მისცეს | Sport

ბარსელონამ, შესაძლოა, უსმან დემბელეს თამაშის საშუალება არ მისცეს | Sport

Sport-ის ცნობით, უსმან დემბელე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, თუ იგი “ბარსელონასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, კლუბი მას თამაშის საშუალებას არ მისცემს.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგი ნოემბრის პირველი კვირისთვის სრულად გამოჯანმრთელებული იქნება, მაგრამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია.

საინტერესოა, რომ რონალდ კუმანი 24 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას მოუთმენლად ელის, რადგან, ის აცხადებს, რომ გუნდს შეტევაში მისნაირი სწრაფი მოთამაშეები სჭირდება.

კატალონიური გამოცემის თანახმად, “ბლაუგრანა” ეჭვობს, რომ დემბელეს აგენტმა თავისი აგენტი სხვა ევროპულ კლუბებს შესთავაზა. ამასთან, უსმანს ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ მისი არგახანგრძლივების შემთხვევაში, “ბარსა” ფრანგს უფასოდ დაკარგავს.

როგორც იცით, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, “ბარსელონამ” ილაიშ მორიბა, კლუბის პირობების უარყოფისა და ახალი ხელშეკრულების არგაფორმების გამო, ჯერ ტრიბუნებზე გაუშვა, შემდეგ კი გაყიდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • ChuxrELia
    15 ოქტ 2021, 16:08

    მაზიანს დავდებ, რომ ახალ წლამდე კიდე დაიმტვრევა 😀😀

  • Barca_MNS
    15 ოქტ 2021, 15:07

    ციტატა: JasoN

    ციტატა: Barca_MNS
    ამას კიდია, დასვენება ურჩევნია შეიძლება😂😆 სკამზე ჯდომით დემბელეს ემუქრებოდეს კაცი ცოტა სასაცილოა😆😂😂😂😂


    მთლად ეგრე არაა რო ეკიდოს. მუნდიალია 2022 ში და თუ ამათ სკამზე დასვეს ან უარესი ტრიბუნებზე იქ დეშამიც აღარ გამოიძახებს ( თუმცა მანამდე რატო იძახებდა ეგეც მიკვირს ) ამიტომ


    ცოტა უტრირებულად ვთქვი მეგობარო.ფეხბურთელია და თქმაში ენდომება აბა რა მაგრამ იმდენად სულ3ლი მგონია ვერ გაიგებს ბევრ რამეა, რაც ამან დორტმუნდს უქნა

  • nika 54
    15 ოქტ 2021, 14:47

    კიდევ ერთი ანდაზა მახსენდება, პატარძალს დიდი ყ-ით აშინებდნენო. ამასაც ეგ არ უნდა. მშვენიერ ხელფასს იღებს უკვე ოთხი წელია უსაქმურობაში და ეხლა რა თამაშის მადა გაეხსნებოდა? თუ რა. იგორავებს სახლში თუ ტრიბუნაზე და ზაფხულში უფასოდ საკმაო მსურველები მაინც ეყოლება.

  • JasoN
    15 ოქტ 2021, 14:38

    ციტატა: Barca_MNS
    ამას კიდია, დასვენება ურჩევნია შეიძლება😂😆 სკამზე ჯდომით დემბელეს ემუქრებოდეს კაცი ცოტა სასაცილოა😆😂😂😂😂


    მთლად ეგრე არაა რო ეკიდოს. მუნდიალია 2022 ში და თუ ამათ სკამზე დასვეს ან უარესი ტრიბუნებზე იქ დეშამიც აღარ გამოიძახებს ( თუმცა მანამდე რატო იძახებდა ეგეც მიკვირს ) ამიტომ

  • Norman Bates
    15 ოქტ 2021, 04:33

    ესეთი უტვინო ფეხბურთელი იშვიათია, მარტო სისწრაფე აქვს სირაქლემასავით

  • M10 S9 D11
    15 ოქტ 2021, 03:06

    ძაან კაი მომინდომა ბიჭმა უფასოდ წასვლა

  • Barca_MNS
    15 ოქტ 2021, 00:16

    ამას კიდია, დასვენება ურჩევნია შეიძლება😂😆 სკამზე ჯდომით დემბელეს ემუქრებოდეს კაცი ცოტა სასაცილოა😆😂😂😂😂