“ბარსელონა” ანსუ ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საქმეზე მუშაობს, თუმცა მოლაპარაკებები მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, რისი მიზეზიც ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეშია. მიუხედავად ამისა, უმთავრესი თავად ფატის აზრია და მას “ბლაუგრანაში” წარმატების მიღწევა სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუშინ 18 წლის მოთამაშე, ოჯახის წევრებთან ერთად, ბარსელონაში ჩასულ მენდეშს შეხვდა და მათ 4 საათის განმავლობაში ისაუბრეს. წყაროს ცნობით, ანსუმანეს აზრი, საკუთარი მომავლის განხილვისას, მტკიცე იყო – “მხოლოდ “ბარსა”!”. ფეხბურთელმა აგენტს განუცხადა, რომ მხოლოდ “ბლაუგრანაში” დარჩენა სურს.
MD წერს, “ბარსელონას” ფატისთვის კონტრაქტის ცალმხრივად, 2 წლით გახანგრძლივების უფლება აქვს, თუმცა კლუბს ამ გზით წასვლა არ სურს და ფეხბურთელთან შეთანხმების მომხრეა – კატალონიელები ხანგრძლივი ხელშეკრულების დადებასა და პირობების გაუმჯობესებას აპირებენ.




ყველაზე დიდი უბედურება იქნება, ამას 5 წლიანი დიდი ხვეწნით გავუფორმოთ და მერე ამ ტრამვამ აღარ მისცეს საშუალება თამაშის გაგრძელების.
აბა რა ეგრე უნდა მოსვა აგენტი უკანალზე ❤️
ამ აგენტებმა მაგრად გადაი@@ეს თავზე. ესეც რაიოლაც და ზაჰავიც უბერავენ თავიანთ ჭკუაზე. ტრანსფერს აკეთებს გუნდი და 20 მილიონს აგენტი ითხოვს მარტო არადა რაში?!
მენდეშმა ტრაკი დააყენოს და შეასრულოს რასაც ეუბნებიან, თორემ დაკარგავს მომავლის ერთ-ერთ გამორჩეულ კლიენტს.
ეს მენდეში მაგრად ათამაშებს ერთ ადგილს