როცა საქმე “ბარსელონაში” მწვრთნელის შეცვლაზე მიდგება, ერთ-ერთი კანდიდატი მუდამ ჩავი ერნანდესია, რომელიც, ადრე თუ გვიან, ამ პოსტს აუცილებლად დაიკავებს.
El Nacional-ის ინფორმაციით, “ბარსას” სათავეში მოსვლის შემთხვევაში, “ალ სადის” ამჟამინდელი თავკაცი 5 ტრანსფერს მოითხოვს. ჯერჯერობით, კონკრეტული სახელები არ ვლინდება, თუმცა, ცნობილია ის პოზიციები, რომელთა გაძლიერებაც ჩავის სურს.
წყაროს თანახმად, უპირველესი ამოცანა კრეატიული ნახევარმცველის შეძენაა, რომელიც 4-3-3 სქემაში, წინ იასპარეზებს. ამასთანავე, ერნანდესს ფლანგელები სურს: ერთი მათგანი დავიდ ალაბას ტიპის, უნივერსალური და მრავალმხრივი მოთამაშე უნდა იყოს, მეორე კი – უფრო შემტევი, როგორიც ჟორდი ალბაა.
ამასთან, 41 წლის ლეგენდა გარემარბის მოყვანას გეგმავს, რომელსაც, დრიბლინგი და ბურთის კარგად ტარება შეეძლება, რის შემდეგაც მას ცენტრალურ თავდამსხმელამდე ეფექტურად მიიტანს – თავდამსხმელამდე, რომელიც ასევე მოსაყვანია: ჩავის მაღალი დონის შემტევი სჭირდება.
ყველაფერთან ერთად, ერნანდესი გუნდს ისეთი ვეტერანების გაყიდვას მოსთხოვს, როგორებიც ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერჟი რობერტო არიან.




ხავი მოითხოვს პიკეს ბუსი და რობის გაყიდვას ? რაღაც ძაან არასერიოზულია 😂
M10 S9 D11,
სად არის ეგეთი გარემარბები რომელსაც მზრტივად იყიდის ლაპორტა?
ყველაფერთან ერთად, ერნანდესი გუნდს ისეთი ვეტერანების გაყიდვას მოსთხოვს, როგორებიც ჟერარ პიკე, სერჟიო ბუსკეტსი და სერჟი რობერტო არიან.
როგორც ვატყობ, სანამ ეგ მოვა ეს პენსიონერები ისედაც წასულები იქნებიან უკვე.
ასეთი 5 ვარსკვლავი საცოდავი კუმანისთვის რომ ეყიდათ იქნება ესეც მოიგებდა რამეს..

არაფერ სასწაულს არ ითხოვს რო ვერ შეუსრულონ
NEYBarca,
ჩავის არ მოიყვანს ლაპორტა დებილი კი არაა გამოუცდელია და რას ოცნებობთ ამდენი ხანი კუმანია მწვრთნელი და პატივი ეცით 😃
ბავშვი , დავაი მოკუკე ახლა აქედან სანამ ყურები დამიხევა შენთვის.
ამ საუბარმა სუსიდან გამოჟონა?
რამდენად მართალია არ ვიცი,მაგრამ რაცაა სწორი პოზიციებია.მარჯვენა ფლანგზე გვინდა კაი გარემარბი,დემირის და დემბელეს იმედზე ჩემი მტერი იყოს,მარჯვენა მცველად დესტი კი გვყავს მარა შთამბეჭდავი ვერაა ჯერ პოტენციალი აქვს არდა, კონკურენტი უნდა.მარცხენა მცველიც საპოვნელია ბალდეს კონკურენტად.ნახ.დაცვაში გვყავს ხალხი,შემტევი ნახ.მცველი ნაღდად გვჭირდება,თან ბუსკეციც,რომ გადაჯდება მალე,კოუ და რობერტოც გააფსამენ.ცენტრში კიდე ჰოლანდი თუ მოიყვანეს და რავიცი,ძაან გაასწორებს.ერთს დავამატებდი მარჯვენა მცველის მოყვანის ნაცვალდ ცენტრ.მცველს დავითრევდი.
პიკე ისედაც მიდის, ალბათ ბუსიც შეუერთდება ინის ან სადმე ალ ფაჰლში გადავა
ალბათ ლა მასიელებზე აიღებს აქცენტს
70 მილიონი უკვე ბონუსშია გუნდი ამას პლიუს გრიზმანის 40 მილიონი დაემატება , ტრინკაუს 25-30 , პიანიჩის 15-20 , ლანგლე + კოუს 50 მილიონი, ბრეიუტეიტიც გაიყიდება სარფიანად , დემბელეც შეიძლება გაიყიდოს კარგ ფულში თუ კონტრაქტი გაახანგრძლივა და გამოდის 240 მილიონი კაკ მინიმუმ და ეს ფული მთლიანად ჩავის უნდა ჩაახუტო და ის მოუყვანო ვინც უნდა. აი მერე შეიძლება ტიტულებზე ფიქრი. მანამდე ახალგაზრდებს უნდა მიეცეს სათამაშო დრო და პრაქტიკა 🙂