“ბარსელონას” თავდამსხმელის, უსმან დემბელეს კატალონიური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ფრანგ ფეხბურთელს “ბარსასთან” კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია, თუმცა კლუბი ამ საკითხს პოზიტიურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ოქტომბრის ბოლომდე გამოსავალს იპოვის. თუ დემბელე კონტრაქტს დეკემბრამდე არ გაახანგრძლივებს, “ბლაუგრანა” მის ზამთარში გაყიდვას შეეცდება ან ზაფხულში უფასოდ გაუშვებს.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ 24 წლის ფეხბურთელით “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპია დაინტერესებული და შემდეგ ზაფხულში მის ტრანსფერს დაუმიზნებს.
მანეში გაცვალონ 🤣🤣
ვერ გამოიყენეს ეს ბიჭი. ვერც კონტრაქტი გააფორმეს. დარწმუნებული ვარ სხვა კლუბში ეგრევე ათამაშდება და აღარც ტრამვა შეაწუხებს
შემდეგ ზაფხულში მის ტრანსფერს დაუმიზნებს? რა დამიზნება უნდა თავისუფალ აგენტს, დაუძახებენ და წავა, მადლობასაც არ იტყვის 5 წელი რო მუქთად იღებდა მილიონებს. ეგ კი არა შეიძლება აქეთ დაადანაშაულოს ბარსელონა და კარიერის გაფუჭება დაგვაბრალოს. მაგისთანებს შეუძლიათ ასეთი ღორობის გაკეთება როგორც მორიბას და უმტიტის.
იჯარით როგორ გაუშვებ, მაშინ კონტრაქტიც უნდა გაუფორმო. ზაფხულში ეგ უკვე თავისუფალი იქნება და კლოპი სწორედ ამას ელოდება, ჩვენსავით ჩლუნგი ხელმძღვანელობა კი არა ყავს ლივერპულს.
დემბელე სალაჰზე ნაკლებია? მახსოვს სალაჰის თამაშები რომაში და ლივერპულში სტარტზე 10 დან 7 აცილებდა კარს. დემბლეეს ჭირდბეოდა მწვრთნელი რომელიც იქნებოდა მკაცრი და იქნებოდა აღმზრდელობითი თვისების. გახსოვთ სტერლინგს როგორ ასწავლიდა გვარდიოლა მკერდით ბურთის ისე მიღებას, რომ თან წინაც გაეგდო ? ბარსას მწვრნელები და სისტემა ღუპავს ხალხს კაი ხანია 1 ფეხბურთელი არ გაზრდილა (18 წელს + ვინმე თორე ახალგაზზრდა ბუნებრვიადასც თამაშობს იმაზე უკეთ ვიდრე გუშინ 16-17 იყო)
105+ ბონუსებით ნაყიდი ფეხბურთელი გაუშვით უფასოდ. ამ გონებაჩლუნგის მკურნალობა დაჯდა მარტო ალბათ 10 მილიონი. კოუტინიოს ვალებში მაინც გაუქვითეთ.
გაუშვან იქნება რამე უშველოს. იქნებ საერთოდ იჯარით გაუშვან