მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილიტო: “ინდეპენდიენტეში” დაბრუნება მჭირდებოდა”

მილიტო: “ინდეპენდიენტეში” დაბრუნება მჭირდებოდა”

არგენტინის ნაკრების მცველმა, გაბრიელ მილიტომ კომენტარი გააკეთა “ბარსელონადან” წასვლის და “ინდეპენდიენტეში” გადასვლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ მილიტომ “ბარსელონას” შემადგენლობაში 4 სეზონა ჩაატარა.

“მე ძალიან მინდოდა სამშობლოში და საკუთარ სახლში დაბრუნება. ვგრძნობდი “ინდეპენდიენტეში” დაბრუნების აუცილებლობას და საბედნიეროდ ჩემი სურვილი ასრულდა. კლუბი 8 წლის წინ დავტოვე და ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ ამ კლუბში კვლავ მეთამაშა. “ინდეპენდიენტეში” კარგი პროფესიული კარიერა მქონდა და იმავე განწყობით ვბრუნდები უკან” – განაცხადა მილიტომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში