workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

11 ოქტომბერს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 3 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1959 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სევილია” 5-0 გაანადგურა. ხუთივე ბურთი პირველ ტაიმში გავიდა, ერთ-ერთი მათგანი კი “ბარსას” მიერ ლა ლიგაში გატანილი 1700-ე გოლი იყო.

2008 წელი

ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში სერხიო ბუსკეტსის დებიუტი შედგა. 1-2 წაგებულ შეხვედრაში მან გოლი გაიტანა.

2020 წელი

“ბარსელონას” ფუტსალის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მესამედ მოიგო. საკუთარ კედლებში ჩატარებულ შეხვედრაში კატალონიელებმა ასევე ესპანური “ელ პოსო” 2-1 დაამარცხეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 11 ოქტ 2021, 12:52
    #1

    ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში სერჟიო ბუსკეტსის დებიუტი შედგა. 1-2 წაგებულ შეხვედრაში მან გოლი გაიტანა.
    მერე რა დაემართა, აუკრძალეს კარში დარტყმა?