“ბარსელონას” ყოფილი და ნიდერლანდების ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მის თანამემამულეებს, ფრენკი დე იონგსა და რონალდ კუმანს იცავს.
როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და ამაში დიდი წვლილი შეგაქვს, რასაც ფრენკი დე იონგი ბოლო 2 წლის განმავლობაში აკეთებდა, სანერვიულო არაფერია. თუმცა, როდესაც საქმე ცუდად მიდის, “ბარსელონაში” ყოველთვის უცხოელებს ადანაშაულებენ. ეს მწვრთნელსაც ეხება.
დე იონგმა და კუმანამ უარყოფით კომენტარებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭონ.
– ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Sport.
სიახლე არავისთვისაა, რომ ბოლო დროს “ბარსელონაში” ბევრი პრობლემაა, ამის ფონზე კი კატალონიურ პრესაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ფრენკი დე იონგი და მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მკაცრად გააკრიტიკეს.
რაც შეეხება ვან გაალს, იგი “ბარსას” მწვრთნელობის დროს, 1997-2000 წლებში, კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მას ჟურნალისტებთან აშკარა კონფლიქტი ჰქონდა.
უცხოელები რა შუაშია, ვალვერდეს და სეტიენს ცოტა აგინეს? მწვრთნელად რო მოდიხარ, ისევე როგორც მსაჯად უნდა იცოდე რო გინება გარანტირებული გაქვს.
წადი შენი ერთი შენ ააყვავე ბარსა შენი მწვრთნელობით და მეორე ეს თავგასიებული
გამოქლიავებული პენსიონერი. მე მგონი ესენი ნიდერლანდელს შემაძულეებენ.
აუუ , ამ ჰოლანდიელმა ხისთავიანებმა უკვე მართლა ტვინი მოტ@ნეს !!! დაახვიეთ რა თქვენ ქვეყანაში და იქ ატარეთ ექსპერიმენტები გრონინგემებთან და ალკმაარებთან , შეგვეშვით რაა , თქვენს გარეშეც როგორმე აღვადგენთ კლუბს .
ამან სადღა გამოყო თავი..
ორივე შომპლეები არიან განსაკუთრებით კუმანი