“მანჩესტერ სიტისა” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ფერან ტორესმა “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველზე, გავიზე ისაუბრა:
ვიცოდით, რომ გავი ახალგაზრდა იყო, თუმცა იტალიასთან თამაშის შემდეგ, მისი ასაკი ყველას დაავიწყდა. მან უმაღლესი დონის თამაში და თავდაჯერებულობა აჩვენა. გავი დიდებული ადამიანი და ფეხბურთელია. ბედნიერები ვართ, რომ გუნდში მისნაირი მოთამაშე გვყავს.
ესპანეთის ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთსს დაუპირისპირდება. “ფურია როხამ” ნახევარფინალში იტალიის ნაკრები დაამარცხა, რომლის წინააღმდეგაც გავიმ ბრწყინვალე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.




ახლა ამასაც "პედრი" არ დამართონ, რომელიც უკვე რა დონეზეა გადამწვარი და საერთოდ როდის და როგორ ფორმას აღიდგენს კაცმა არ იცის!!!
იმედია დღესაც გაიბრწყინებს და კიდევ უფრო დიდი იმედია არ დაამტვრევენ ამ ბავშვს, ცოდოა ჯერ ძვალიც კი არ ექნება გამაგრებული.
ცნობისთვის, ვისაც დაავიწყდა ფერან ტორესი 22 მილიონად გაიყიდა რაც 7 ჯერ იაფია ვიდრე დემბელეს ფასი
აუ ეს ძაან მაგრად მევასება.. ნეტა დაითრიოს ბარსამ, ჯერ ახალგაზრდაა და პეპი საერთიდ არ ათამაშებს არადა ძაან მაგარი შემტევია