გუშინ, “ბარსელონას” ტალანტის, გავის ესპანეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა – ის “ფურია როხას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (17 წლისა და 62 დღის).
კატალონიური გამოცემა Sport ხაზს გავის ორ გამორჩეულ მხარეს უსვამს – მას შესანიშნავი სტილი და ელეგანტურობა გამოარჩევს, დაცვის დროს კი დაუღალავად მოძრაობს და აგრესიულია. ასევე, წყარო დასძენს, რომ პირველ გუნდში მისი დაწინაურება, იმაზე მოულოდნელი იყო, ვიდრე – ორი წლის წინ ანსუ ფატის გამოჩენა.
გავის პროგრესი მართლაც გასაოცარია – ბოლო სანაკრებო პაუზაზე ის “ბარსა ბ-ში” ასპარეზობდა, ერთი თვის შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებში ითამაშა. 2021 წელი მან ჟუვენილ ა-სთან ერთად დაიწყო, თებერვალში – სარეზერვო გუნდში დებიუტი ჰქონდა, ამ მომენტისთვის კი პირველის გუნდის რიგებში მოედანზე უკვე 363 წუთი აქვს გატარებული.
იტალიის წინააღმდეგ, სასტარტოში იმყოფებოდა სერხიო ბუსკეტსიც, რომელიც, აშკარად, იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლო პერიოდში “ბარსაში” გვაჩვენებს. კაპიტანმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და ხაზგასასმელია, რომ მისი პერფორმანსი ნაკრებში გაცილებით უკეთესია, რაც რონალდ კუმანზე კარგად არ მიუთითებს: ბუსკეტსი ლუის ენრიკესთან და ბუსკეტსი კუმანთან – ორი განსხვავებული ფეხბურთელია.




აი რას ნიშნავს კარგი მწვრთნელი, რომელმაც იცის ბარსას აგებულება და ფილოსოფია!
ამისათვის ჩავი, გრძელვადიან პროექტისშვის ყველაზე საუკეთესო ვერსიაა!
რა სული და გულიც იყო ენრიკე ფეხბურთელობის დროს ბარსელონასათვის , ისეთივე მწვრთნელი იყო ზუსტად და ეხლაც ესპანეთის ნაკრებში ისეთივე კულეა , ისევ ბარსელონას აძლიერებს . არ მახსოვს , ვინმეს მისთვის რეალში თამაში გაეხსენებინოს . ეხ ლუჩო , პეპზე მეტად შენი დაბრუნება გაგვიხარდებოდა ყველას .
ჩაიბა ბუქსირზე ვერატი უკვე?
რა მწვრთნელი გაუშვით, და ინვალიდი ვალიკო მოვიყვანეთ,მაშინ იყო აჩკარიკა გასაგდები
ლაპორტამ დავიჯერო არ უყურა ამ მატჩს და პარალელი არ გაავლო? თუ არა ესეიგი სამი ასოა.
იასნა უკეთესია🤨იცის ლუჩომ როგორ მიიღოს ყველადგან მაქსიმუმი❤ევროზეც ყველაფერში აჯობა იტალიას პროსტა მაგრად არ გაუმარათლათ☹რა კამანდით იგებს ტიპი თამაშეებს,ოიარსაბალებით და სარაბიებით