“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, იუსუფ დემირმა ავსტრიულ სპორტულ პორტალთან, Laola1-თან ინტერვიუ ჩაწერა:
“ბარსას” მაისურით სადებიუტო გოლის გატანა წარმოუდგენელი გრძნობა იყო – ეს ემოციებისა და სიამოვნების ნაზავი გახლდათ.
მესის წასვლა? ეს ძალიან მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, მისგან ბევრს ვისწავლიდი. ყველამ კარგად ვიცით, არგენტინელმა ამ კლუბში რა გააკეთა. საბოლოოდ, უნდა შევეგუოთ, რომ ლეომ დაგვტოვა და რამე ახალი შევქმნათ.
გაზეთებს არ ვკითხულობ. ვცდილობ, ფეხბურთზე ყოველდღე ვკონცენტრირდე – ნამდვილად არ მაინტერესებს, მაკრიტიკებენ თუ არა. ყველაზე მნიშვნელოვანი – ფეხბურთის თამაშია, რითაც სიამოვნებას ვიღებ.
მოთამაშეები, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, უმაღლეს დონეზე იმყოფებიან. ყველა ასპექტში განვვითარდი.
ესპანურს ვსწავლობ. გუნდში, ძირითადად, კატალონიურად საუბრობენ, რადგან ბარსელონაში ეს ენა ძალიან გავრცელებულია. მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან გერმანულად ვსაუბრობ.
ყველამ იცის, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც მოგება სწყურია და ყველა ტიტულისთვის ბრძოლა სურს. ახლა, უბრალოდ, რთულ ვითარებაში ვართ, თუმცა, მჯერა, რომ ამ კრიზისს დავძლევთ.
“ელ კლასიკო” უმაგრესი მატჩია. რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ველი.
ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ბურთი ფეხში მაქვს – არ აქვს მნიშვნელობა, ფლანგზე ვთამაშობ თუ 10-იანის პოზიციაზე – არ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელი სად დამაყენებს: უბრალოდ, მოედანზე გასვლა მსურს.
18 წლის შემტევმა “ბარსელონასთვის” პირველი გოლი პრესეზონის მიმდინარეობისას, “შტუტგარტის” წინააღმდეგ გაიტანა – ხსენებულ მატჩში გერმანელთა კარი მემფის დეპაიმ და რიკი პუჩმაც აიღეს.




კითხულობენ, ესპანეთში გაზეთები ისეთი ფერადი პირველ გვერდზე მესის სურათით და საგოლე მომენტით, რო შეხედავ მოგინდება ყიდვა. თუმცა 2-3 ევრო ღირს, ყველაზე იაფი ერთევროიანია. კაფეებში და ბარებში კი ყველა გაზეთი აწყვია. იქ კომპიუტერს არ რთავენ თორემ გაზეთის თვალიერება ყველას უყვარს. იმიტომ რო სამსახურიდამ მოსულები კომპიუტერთან კი არ ჯდებიან ქუჩა-ქუჩა ბარებში და კაფეებში დადიან.
გაზეთებს დღეს ვინ კითხულობს,დარწმუნებული ვარ არასწორად იქნება გადათარგმნილი