workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეკორდი დამყარდა – გავი ესპანეთის ნაკრების სასტარტოშია

რეკორდი დამყარდა – გავი ესპანეთის ნაკრების სასტარტოშია

ერთ საათზე ნაკლებ დროში ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი, პაბლო მარტინ პაეს გავირა, იგივე “გავი”, ლუის ენრიკემ ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახა, და მეტიც – გავი დღევანდელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ ის, 17 წლისა და 62 დღის ასაკში, “ფურია როხას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ტალანტმა ანხელ სუბიეტას რეკორდი დაამხო – “სან ლორენსოს” ლეგენდამ ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 85 წლის წინ, 1936 წელს, 17 წლისა და 284 დღის ასაკში ჩაატარა.

“სკუადრა აძურას” წინააღმდეგ “ბარსადან” სასტარტოში სერხიო ბუსკეტსიც მოხვდა. რაც შეეხებათ ერიკ გარსიასა და სერჟი რობერტოს, “ლუჩომ” ისინი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2021, 17:19

    ციტატა: azulgerana
    Aba ფატიმ დაამხო რეკორდიო? ვერ გავიგე


    ჯერ ფატიმ დაამხო, მერე ამან გააუმჯობესა. ფატი ოდნავ იყო ამაზე უფროსი რეკორდის დროს.

  • jigliga
    schedule 06 ოქტ 2021, 23:28

    საოცარი ტალანტი აქ ამ ბიჭს რამდენს მოძრაობს და რა შედეგიანია ბუსის + ფაბრეგასია ტიპი აი რას ნიშნავს კარგი მწვრთვნელი დაბრუნდი ლუის!!!!

  • rivaldo80
    schedule 06 ოქტ 2021, 23:12

    ეს იტალიაც რა იღბალაა 😂

  • La Pulga10
    schedule 06 ოქტ 2021, 22:49

    მადრიდისტები ხო გულზე სკდებიან და ეხლა წარმოიდგინეთ პედრი და ფატიც 100% მზად იყვნენ და ორივე ძირითადში ყოფილიყი+ალბა.და ყველას ძირითადიდან დაეწყო.

  • azulgerana
    schedule 06 ოქტ 2021, 22:29

    Aba ფატიმ დაამხო რეკორდიო? ვერ გავიგე