ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ლა ლიგის ელჩების ღონისძისძიებაზე საინტერესო საკითხებზე, მათ შორის “ბარსელონაში” არსებულ მდგომარეობაზე, ისაუბრა:
კლუბები კარგ და ცუდ პერიოდებს გადიან. “ბარსა” დიდი გუნდია, ნებისმიერი პრობლემა შეიძლება დიდ სირთულედ იქცეს, თუმცა დიდებული კლუბები წინ მიიწევენ. ვიმედოვნებ, სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, “ბარსელონაც” ამ მდგომარეობას დაძლევს.
პანდემიამ “ბარსას” დიდი ზიანი მიაყენა, შესაძლოა, იმაზე მეტი, ვიდრე სხვებს, რადგან კლუბს შემოსავლების განსხვავებული სტრუქტურა აქვს. ვიმედოვნებ, ისინი ამ პერიოდს გადალახავენ, მაგრამ სიტუაცია ძალიან გაზვიადებულია. მდგომარეობა ერთ ან ორ კვირაში გამოსწორდება, რადგან “ბარსელონა” დიდი გუნდია. ისინი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მაღალ პოზიციებს ისევ დაუბდუნდებიან.
ესპანეთში სტადიონებზე გულშემატკივართა შეზღუდვის გაუქმებაზე:
კატალონიასა და ბასკეთში 60%-იანი შეზღუდვა შენარჩუნებულია. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიქნებით ბედნიერები, როდესაც ყველა სტადიონის გავსება იქნება შესაძლებელი.
CVC-ის შეთანხმებაზე:
მე მჯერა, რომ ოქტომბერში ყველაფერი მოწესრიგებული გვექნება და ის გუნდებს კიდევ ერთხელ გადაეცემათ. პირველივე დღიდან დათქმულ გეგმას მივყვებით.




რას ერჩით, ლა ლიგის ავტორიტეტს უფრთხილდება.
ეს რა ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში ხვალ არჩევნებია და დღესკიდე მიშა სააკაშვილი დააკავეს!
ისე კია ღირსი! მაგაზე ახია!