ცნობილი სუპერკომპიუტერი FiveThirtyEight “ბარსელონას” ნამდვილად სწყალობს. მთელი გასული სეზონის განმავლობაში ეს სუპერკომპიუტერი ლა ლიგაში გაჩემპიონებას წინასწარმეტყველებდა. ამ სუპერკომპიუტერის აზრით “ბლაუგრანა” წელსაც ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია, მაგრამ არც ლა ლიგაში, არც ჩემპიონთა ლიგაზე და არც ესპანეთის თასზე. “ბარსა” ფავორიტია ტურნირზე, რომელზეც (ჯერჯერობით) არც კი თამაშობს – ევროპა ლიგაზე.
ჩემპიონთა ლიგის პირველ 2 ტურში მარცხმა და უსუსურმა თამაშმა “ბარსელონას” მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. ხსენებული სუპერკომპიუტერის აზრით ამის მხოლოდ 33%-იანი შანსი არსებობს. ეს ცოტათი მეტია, ვიდრე ტირასპოლის “შერიფისა” და “იანგ ბოიზის” და გაცილებით ნაკლებია, ვიდრე “ვოლფსბურგის” შანსი.
სუპერკომპიუტერის აზრით “ბარსელონა” ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს და ამ ტურნირის მთავარი ფავორიტიც იქნება. კატალონიელების მიერ პრესტიჟით მე-2 ევროტურნირის მოგების შანსი 9%-ით ფასდება. შემდეგ მოდის “ნაპოლი” 8%-ით, რომელსაც “სოსიედადი” და “ლევერკუზენი” მოჰყვებიან 6-6 პროცენტით.
ძალიან მეეჭვება, რო იქ ვიყოთ ფავორიტები, ეგ კი არა ჯერ კიევს მოვუგოთ იქნება ისინი გადიან.
ბევრი კარგი გუნდი გადავა ევროპაზე. ფავორიტი არა კვერცხი გამოისვრის ნებისმიერი საშუალო დონის გუნდი
ამას ჯობია სრული მარცხი ლიგაზე და ჩარჩენა, არ მინდა ვუყურო ევროპის ლიგაზე ვიღაცა "ბაჭაჭყანა" გუნდმა გაგვაჭაჭყანოს და გაგვანადგუროს!
სჯობს მოვითმინოთ წელს, სამწუხაროდ ამ ეტაპზე სხვა შანსი არაა!
რეალურად ეს ბარსელონა ევროპის ლიგასაც ვერ მოიგებს. ეგ კი არა შეიძლება ნახევარ ფინალამდეც კი არ მიუშვან ისეთი გუნდები თამაშობენ იქ და ისე თამაშობენ.
ოიი
კომპიუტერიც რო გვეკაიფება 😀 ბარსას ბოსებზე მეტი ინტელექტი როაქვს აშკარაა :))))
შარშან ბარსა მოიგებსო ამ რკინის ჯართმა, მაგრამ კი ვნახეთ ვინ მოიგო ლა ლიგა.
🤦♂️🤦♂️
ნუ მაინც ტიტულია;
კიდევ კარგი კონფერენს ლიგის მოგებაზე არ წავიდა საუბარი