workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანს ანდრეა პირლო შეცვლის | ხავი მიგელი

რონალდ კუმანს ანდრეა პირლო შეცვლის | ხავი მიგელი

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანს ანდრეა პირლო შეცვლის. ამ ინფორმაციას Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიელი ლეგენდის “ბარსას” თავკაცად დანიშვნა დროის საკითხია და კლუბი ამის გამოსაცხადებლად შესაფერის მომენტს ეძებს.

ანდრეა პირლოს პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ ერთწლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს – ის გასულ სეზონში “იუვენტუსს” ხელმძღვანელობდა და გუნდი სერია ა-ში მეოთხე ადგილზე გაიყვანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალში გამოვარდა. მიუხედავად ამისა, ჟოან ლაპორტას პირლოს პიროვნული მახასიათებლები ხიბლავს და ის ჩავი ერნანდესსაც ურჩევნია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (43)

  • nika 54
    schedule 01 ოქტ 2021, 15:53

    ამან სულ გაუბერა, იუვენტუსი 9 წელი უცვლელი ჩემპიონი იყო და ეს რო მივიდა ლიგაზე ძლივს გავიდა მე-4 ადგილიდან ისიც ბოლო თამაშში, შემთხვევით. ამან ეს მკვდარი ბარსა როგორ უნდა გააცოცხლოს როცა ცოცხალი იუვენტუსი მოკლა.

  • ViscaMatador
    schedule 01 ოქტ 2021, 14:23

    კაროჩე ლაპორტას დედა მივაცენზურეე მეე … პირლომ რომ ჩაიბარა ვარსკვლავური ივენტუსი ყველან რიგირიგობით აცენზურა ბებერი ქალბატონი … ახლა ბარსას ხო უფრო აცენზურებენ და ეს თუ მოვიდა ვაბშე მიწოლაში დაეხმარება ამათ მარტოოო…. სუფთა ფართე ცენზურაა ახლა მთლიანად ბარსელონა…

  • Fc Barca Batumi
    schedule 01 ოქტ 2021, 11:25

    კუმანის ასისტენტი დავიტოვოთ რა პირლოოო, ახლა პირლოს სვარკას გვაყურებინებთ?