workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტას განცხადება ბენფიკასთან მატჩის წინ

ჟოან ლაპორტას განცხადება ბენფიკასთან მატჩის წინ

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ “ბენფიკასთან” მატჩის წინ Barca TV-სთან განცხადება გააკეთა და მრავალ საკითხს შეეხო.

დღევანდელ მატჩზე:

ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, ჩვენ სამი ქულის მოპოვება გვჭირდება, რათა ჯგუფში ის პოზიცია დავიკავოთ, რაც შეგვეფერება. “ბენფიკა” იოლი მეტოქე არაა, თუმცა ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც მუდმივად პროგრესირებს და დარწმუნებულნი ვართ, გამარჯვება შეგვიძლია.

ფატიზე:

ანსუ ფატი ენთუზიაზმსა და იმედს წარმოადგენს. გამიხარდა იმის ნახვა, თუ როგორ დაბრუნდა ის და როგორ გამოხატა მადლიერება მშობლებისა და ექიმების მიმართ. 

კლუბის სამედიცინო სამსახურზე:

უშეცდომო არავინაა, თუმცა “ბარსას” მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ისინი, პროფესიონალური და პიროვნული თვალსაზრისით, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან.

კვლავ ფატიზე:

ფატის დაბრუნებამა და გოლმა ყველა კატალონიელში ზღვა ემოცია წარმოშვა. ანსუს 10 ნომრის აღება სურდა და თქვა, რომ ამას იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ კაპიტნები ნებას დართავდნენ. ეს საქციელი მის პიროვნებაზე მიუთითებს. ფატი გამტანი ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. 

დემბელესა და აგუეროზე:

ფატის, დემბელესა და აგუეროს დაბრუნების შემდეგ, უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება, რაშიც გულშემატკივრებიც დაგვეხმარებიან, რომლებიც საშინაო მატჩებში ჩვენს მხარდაჭერას არ წყვეტენ.

“ლა მასიაზე”:

“ლა მასია” იმ სტილის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ მივყვებით. ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ. თუ ჩვენს სტილს მაღალი დონის სპორტულ ტექნიკას შევუთავსებთ, ისეთ დონეს მივაღწევთ, რომელიც თანამედროვე გუნდს სჭირდება. სხვები აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებენ, ჩვენ კი ჩვენი ტექნიკის წყალობით დაუმარცხებლები გავხდებით.

სტადიონებზე გულშემატკივართა რაოდენობის შეზღუდვის დატოვებაზე:

ეს ძალიან დიდ ეკონომიკურ ზიანს ნიშნავს. ჩვენ პასუხისმგებლობით ვიქცეოდით, მაგრამ გვჯერა, რომ ღია სივრცეში ამ შეზღუდვის მოხსნა შეიძლება. ლა ლიგა გულშემატკივართა 100%-ის დასწრების უფლებას გვაძლევს და გაგვიხარდებოდა, თუ კატალონიის სამოქალაქო უსაფრთხოების საბჭო ამას გაიზიარებდა. მათ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ, მაგრამ არ შევწყვეტთ იმაზე საუბარს, რომ ისინი ფინანსურად გვაზარალებს. კმაყოფილნი ვიქნებით, თუ ისინი საკითხს სხვაგვარად შეხედავენ და შეზღუდვებს შეამსუბუქებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Davita
    schedule 29 სექ 2021, 20:41

    ციტატა: KING_BARCA
    შენ პრეზიდენტი კიარა, მასხარა ხარ…


    მისხარა რომ იყოს კიდე არაუშავს, პერესის მლოკავი რომ გახდა ეგაა მთელი უბედურება

  • Zura Gviniashvili
    schedule 29 სექ 2021, 20:14

    ციტატა: nika 54
    ძალიან ცუდი განცდები მაქვს დღევანდელ მატჩზე, გაგვიჭირდება ძალიან.


    მოვიგებთ

  • KING_BARCA
    schedule 29 სექ 2021, 19:05

    შენ პრეზიდენტი კიარა, მასხარა ხარ…

  • nika 54
    schedule 29 სექ 2021, 17:55

    ძალიან ცუდი განცდები მაქვს დღევანდელ მატჩზე, გაგვიჭირდება ძალიან.