კეირისონ და სოუზა ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც “ბარსასა” და პეპ გვარდიოლას გეგმებში არ ჯდება. როგორც წესი, იგი ამ ზაფხულს, მას შემდეგ რაც “სანტოსში” არენდით იყო წასული კატალონიურ კლუბს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ მისი უახლოესო მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.
მარკოს მალაკიასმა (კეირისონის აგენტი) განაცხადა, რომ ყველაფერი სულ მალე დასრულდება: “მე უკვე ვესაუბრე “ბარსელონას” წარმომადგენლებს და საბოლოო დეტალები მალე გახდება ცნობილი. ჯერ–ჯერობით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ბრაზილია გამოირიცხა”.
22 წლის კეირისონი “ბარსელონაში” 2009 წელს, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სამწუხაროდ მან წარმატებას ვერ მიაღწია და ამ დროის განმავლობაში იგი “ბენფიკაში”, “ფიორენტინასა” და “სანტოსში” იყო განათხოვრებული.
