9 ლა მასიელი ლევანტესთან თამაშში

9 ლა მასიელი ლევანტესთან თამაშში

“ბარსელონამ” “ლევანტესთან” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და განწყობა გამოიკეთა. ბრწყინვალედ დაბრუნდა ანსუ ფატი, სადებიუტო გოლი გაიტანა ლუკ დე იონგმა, მაგრამ გუშინ კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტიც დაფიქსირდა.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ლევანტესთან” მატჩში მონაწილეობა “ბარსას” სკოლის 9 აღზრდილმა ფეხბურთელმა მიიღო. სასტარტოში 6-მა “ლა მასიელმა” ითამაშა – ჟერარ პიკემ, ერიკ გარსიამ, ოსკარ მინგესამ, სერხიო ბუსკტესმა, ნიკო გონსალესმა და გავიმ. მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ რიკი პუჩი, რონალდ არაუხო (“ლა მასიაში” არასდროს უთამაშია, მაგრამ “ბარსა ბ-ში” 2 სეზონი გამოდიოდა) და ანსუ ფატი, რომელიც 323 დღის შემდეგ ბრწყინვალე გოლით შთამბეჭდავად დაბრუნდა.

“ბარსას” სკოლის 9 აღზრდილიდან 7 ფეხბურთელი 22 წლის ან უფრო ახალგაზრდაა: გავი (17 წლის), ფატი (18), ნიკო (18), გარსია (20), პუჩი (22), არაუხო (22) და მინგესა (22). მიუხედავად იმისა, რომ სერჟინიო დესტი (20) და იუსუფ დემირი (18) “ბლაუგრანას” აღზრდილები არ არიან, მათ გუნდს საოცარი ახალგაზრდული სულისკვეთება შემატეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატალონიური კლუბის აღზრდილები არიან ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო და ინიაკი პენიაც. პირველ გუნდს დროდადრო საჭიროების შემთხვევაში “ბარსელონა ბ-ს” სხვადასხვა მოთამაშეები ეხმარებიან, მაგალითად, ალეხანდრო ბალდე. როდესაც ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ პედრი, ფრენკი დე იონგი და უსმან დემბელეც. აშკარაა, რომ გუნდს ნამდვილად ნათელი მომავალი აქვს, “ბარსელონა” კი ის ადგილია, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელები ვითარდებიან.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • nika 54
    28 სექ 2021, 19:15

    როდესაც ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ პედრი, ფრენკი დე იონგი და უსმან დემბელეც.
    კარგია ახალგაზრდებს რო აქებთ, მაგრამ ამ სიაში დემბელეს რა უნდა?

  • GEO-BARCA
    28 სექ 2021, 01:41

    უნაკლო თაობა მოდის ალბათ ბოლო 50 წლის განმავლობაში ერთერთი საუკეთესო თაობაა ჩემი აზრით ჩავი ინიესტა მესი პუიოლის შემდგომ !

    ენრიკე როგორ მინდა რომ დაბრუნდეს აი ულამაზესი ფეხბურთი ათამაშა ამ კაცმა ბარსელონას და გენიალური მწვრთნელია ჩემთვის პირადად
    გვარდი ჩემი საყვარელი მწვრთნელია მაგრამ რნრიკეც ძალიან მომწონს !

  • El pistolero 9
    27 სექ 2021, 23:52

    ამათ ახლა ერთი კარგი მწვრთნელი უნდათ გვარდიოლას ან კლოპის იმავე ტენ ჰაგის ნაირი და მაქსიმუმ 2 წელიწადში სუპერ გუნდი დადგება ამათგან

  • me da barca
    27 სექ 2021, 23:13

    არაუხო კი თამაშობდა ბარსა ბ-ში, მაგრამ აღზრდილი?