ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა ბენფიკასთან თამაშისთვის

ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა ბენფიკასთან თამაშისთვის

ესპანეთის ჩემპიონატში “ლევანტეს” ძლევისა და ხასიათის გამოკეთების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯერია. “ბარსელონას” წინ მნიშვნელოვანი თამაში ელის, ვაი რომ უშალო კონკურენტ “ბენფიკასთან”.

პირველმა ტურმა გვიჩვენა, რომ რონალდ კუმანის გუნდისთვის ჯგუფში პირველი ადგილი მიუღწეველი იქნება. რჩება 2 გუნდი, რომლებთანაც “ბარსამ” მე-2 პოზიციისთვის უნდა იბრძოლოს – “ბენფიკა” და კიევის “დინამო”. ამ სამეულში ფავორიტი, რა თქმა უნდა, “ბლაუგრანაა”, მაგრამ ესპანელებს ამ სტატუსის დამტკიცება მართებთ.

მეორე ტურში “ბარსა” სწორედ “ბენფიკას” ეწვევა და კატალონიური Sport ამ შეხვედრისთვის სტუმართა სავარაუდო თერთმეტეულს გვთავაზობს.

ვიცით, რომ “ბარსელონას” ისევ ვერ დაეხმარებიან დემბელე, აგუერო, ბალდე და ბრეითუეიტი. გუნდს უბრუნდებიან ფრენკი დე იონგი და სერჟი რობერტო. დიდი ალბათობით, მწყობრში იქნებიან პედრი და ჟორდი ალბაც, რომლებმაც გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს.

კარში, რა თქმა უნდა, ტერ შტეგენს ვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით ალბა გამოჯანმრთელებას მოასწრებს, დაცვის ფლანგებზე ალბათ ისევ ოსკარ მინგესასა და სერჟინიო დესტს ვიხილავთ. დაცვის ცენტრში ისევ იქნება პიკე, ხოლო ერიკ გარსიას რონალდ არაუხო ჩაანაცვლებს.

ნახევარდაცვის ტრიოდან 2 ადგილი გარკვეულია – სერხიო ბუსკეტსსა და ფრენკი დე იონგს კონკურენციას ვერავინ გაუწევს. სრულად ჯანმრთელი რომ იყოს, მათ შეურთდებოდა პედრი, მაგრამ შესაძლოა, კუმანმა არ გარისკოს და მას სათამაშო დრო მე-2 ტაიმში მისცეს. სასტარტოსთვის კი გავი და რობერტო იბრძოლებენ, Sport-ის ვერსიით მეტი შანსი გავის აქვს, რომელმაც “ლევანტესთნ” კარგი თამაში გვიჩვენა.

შეტევაში ადგილი გარანტირებული მხოლოდ მემფის დეპაის აქვს. სავარაუდოდ, მას შეუერთდება ლუკ დე იონგი. მთავარი კითხვა კი მესამე შემტევის ვინაობაა. კანდიდატები ფილიპე კოუტინიო და იუსუფ დემირი არიან. Sport-ის აზრით უფრო მეტი შანსი დემირს აქვს.

რაც შეეხება ანსუ ფატის, მის მოედანზე გამოჩენას ისევ მეორე ტაიმში ველით, მაგრამ ამჯერად უფრო ადრე.

“ბენფიკასა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ზეგ, 29 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 3 შემოგვთავაზებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    28 სექ 2021, 19:18

    ნეტაი ამ თამაშს არ წავაგებდეთ და შეიძლება მეორე ადგილისთვის ბრძოლა.

  • El pistolero 9
    27 სექ 2021, 23:50

    ტერ შტეგენი
    მინგესა არაუხო პიკე დესტი
    გავი ფრენკი კოუტინიო
    დემირი დეიონგი დეპაი
    მეორე ტაიმში ფატი და პედრი ჩაერთვებიან

  • king artthur
    27 სექ 2021, 22:16

    ტერ შტეგენი – პიკე, არაუხო, დესტი, ალბა – დე იონგი, პედრი, გავი – ფატი, დეპაი, დემირი.

  • The real Cule
    27 სექ 2021, 20:58

    ციტატა: vereli

    ციტატა: Iniesta_8
    დაცვაში არაუხო დაბრუნება, ცენტრში დე იონგი და ბუსკეცი დადგებიან და ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს კოუტინიოს დავაყენებდი მესამე კაცად, შეტევაში ძაან არაპროდუქტიულია და იქნება ნახევარდაცვაში ქნას რამე. შეტევაში დემირი დადგება მესამე კაცად და ფატი დაახლოებით 60 წუთზე ჩაანაცვლებს.

    მეც მგონია რო კოუტინიო ნახევარდაცვიდან უფრო პროდუქტიული იქნება, ამ ფლანგზე უაზროდ აყენებს ეს ხისტავა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ძალით კლავენ ამ ფეხბურთელს და წავიდეს ესეც სხვა გუნდში.

    სისულელეა კოუტინიოს თამაში რამდენჯერ მიეცა შანსი და ჩაისვარა, ფატივით …

  • rivaldo80
    27 სექ 2021, 20:55

    გუშინ ნახევარი დრო შუაშიი გატარა კოუმ და მაიმც ცუდია პლიუს თვითონ გადადის ფლანგზდ სხვანაირად ვერ თამაშობს ეგ კაცი პატარა სირცეში იკარგება.გავი რომ ენაცვლებოდა ცა და დედა მიწა იყოო და პუჩო რომ გამოვიდა ხო საერთოდ შეიცვალა თამაში..

  • vereli
    27 სექ 2021, 20:47

    ციტატა: Iniesta_8
    დაცვაში არაუხო დაბრუნება, ცენტრში დე იონგი და ბუსკეცი დადგებიან და ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს კოუტინიოს დავაყენებდი მესამე კაცად, შეტევაში ძაან არაპროდუქტიულია და იქნება ნახევარდაცვაში ქნას რამე. შეტევაში დემირი დადგება მესამე კაცად და ფატი დაახლოებით 60 წუთზე ჩაანაცვლებს.

    მეც მგონია რო კოუტინიო ნახევარდაცვიდან უფრო პროდუქტიული იქნება, ამ ფლანგზე უაზროდ აყენებს ეს ხისტავა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ძალით კლავენ ამ ფეხბურთელს და წავიდეს ესეც სხვა გუნდში.

  • Iniesta_8
    27 სექ 2021, 20:24