ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “საჭიროა ერთი ტრანსფერი და ყველამ იცით ვისზეა საუბარი”

გვარდიოლა: “საჭიროა ერთი ტრანსფერი და ყველამ იცით ვისზეა საუბარი”

 – “ბარსას” გულშემატკივრების რაოდენობა ამერიკაში გაკვირვებთ?

 – ჩვენ გულშემატკივრების დიდი მასა ვნახეთ “ბარსას” მაისურში. ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 – როგორ მიმდინარეობს სუპერთასისთვის მზადება?

 – კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. სუპერთასზე გუნდი მთელი შემადგენლობით იქნება და მაშინ ვნახავთ, როგორი მომზადებული ვიქნებით.

 – ყველა მზად იქნება?

 – რა თქმა უნდა. მესის მონაწილეობა სუპერთასზე არ გამოირიცხება, ისევე როგორც ალვეშის, მასკერანოს და მილიტოს. 8 აგვისტოს ყველა შევიკრიბებით და მატჩის წინა დღეს გადაწყდება, თუ ვინ წავა მადრიდში.

 – ფიქრობთ მოურინიოსთან ფსიქოლოგიურ ომზე?

 – არა.

 – ნერვიულობთ ჩავის და პუიოლი ტრავმებზე?

 – ორივე მწყობრში იქნება.

 – გულშემატკივრები მათ პრე–სეზონის მატჩებში ნახავენ?

 – ჩავი და პიკე სავარაუდოდ “ჩივასთან” ითამაშებენ. პუიოლის დაბრუნების თარიღი ჯერ ზუსტად არ ვიცით.

 – კმაყოფილი ხართ ტურნეს მიმდინარეობით?

 – სამწუხარო მხოლოდ სორიანოს და აფელაის ტრავმებია.

 – რას ელით სანჩესისგან?

 – მან სარგებელი უნდა მოგვიტანოს. თუ ეს არ მოხდა მთელი პასუხისმგებლობა ჩვენზე იქნება. ვეცდებით მას ყველაფერში დავეხმაროთ.

 – სეზონისთვის შემადგენლობა დაკომპლექტებულია?

 – არასწორი იქნება ვიწუწუნო იმ შემადგენლობაზე, რომელიც ახლა მყავს. გასაკეთებელი მხოლოდ ერთი ტრანსფერი დარჩა და ყველამ იცის ვისზეა საუბარი. თუ ეს ტრანსფერი არ განხორციელდება გამოვიყენებთ ფილიალის ფეხბურთელებს.

 – რატომ გამოიძახეთ ამერიკაში დეულოფეუ და გომესი?

 – ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ტრავმების გამო. მე არ მსურს ფეხბურთელების გადატვირთვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში