workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამონ პლანესი: ფატის დაბრუნება ძალიან ემოციური მომენტი იყო

რამონ პლანესი: ფატის დაბრუნება ძალიან ემოციური მომენტი იყო

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა “ლევანტესთან” თამაშის (3-0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ფატი? ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. დაბრუნება უთამაშებელი თითქმის ერთი წლის შემდეგ, გოლი, აღნიშვნის ემოცია… მხოლოდ ანსუმ იცის, რა გამოიარა. ძალიან ბედნიერები ვართ მისი და ასევე გუნდის გამო, რადგან დაგვიბრუნდა ფეხბურთელი, რომელიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.

ნიკომ და გავიმ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს. დღევანდელი დღე პოზიტიური სიახლეებით სავსეა. დღეს მოედანზე “ლა მასიას” 7 ფეხბურთელი იყო და ეს შესანიშნავი სიახლეა.

ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია და წინ ბევრი რამ დარჩა. კარგი დღე იყო. კონკურენტების მივუახლოვდით. ვფიქრობ, “გრანადასთან” და “კადისთან” ფრედ დასრულებული მატჩები არასამართლიანი იყო. ეს “ბენფიკასთან” და “ატლეტიკოსთან” უნდა დავამტკიცოთ.

ვნახოთ, მალე დაგვიბრუნდებიან თუ არა დემბელე და აგუერო, რომლებიც ასევე დაგვეხმარებიან.

– ციტირებს პლანესის სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 27 სექ 2021, 12:52
    #4

    გაუგრძელონ მაინც კუმანს ბანი, სანამ ტრიბუნაზე დაისვენებს ეგება ამოვქაჩოთ ცოტა და ლიდერებში გადავიდეთ.

  • me da barca
    schedule 27 სექ 2021, 10:52
    #3

    ამ ახალგაზრდებს ჩავი უნდა განვითარებისთვის და არა ეს წითელი კაცი, რომელიც დროის მეტს ვერაფერს მისცემს.

  • azulgerana
    schedule 27 სექ 2021, 02:13
    #2

    აგუერო აღარც მახსოვდა. მაგრამ როგორც ჩანს ძილში არასწორ გადაბრუნებაზე გამოდის წყობიდან.

  • alen halilovic
    schedule 27 სექ 2021, 00:50
    #1

    კაი დღე იყო მარა უსამართლო იყოო ის ორი თამაში რო ვერ მოვიგეთ… ძაან ცუდის მანიშნებელია ესეთ რამეს რო ამბობს ბარსას წარმომადგენელი