გუშინ, “ბარსელონას” მწვრთნელობის კანდიდატთა სიაში “რეიმსის” თავკაცის, ოსკარ გარსიას სახელმაც გაიჟღერა, თუმცა მისთვის კატალონიურ კლუბში მუშაობა მარტივი არ იქნება.
Mundo Deportivo ფრანგულ პრესაზე დაწყრდნობით იტყობინება, “რეიმსი” ესპანელ სპეციალისტს მარტივად არ შეელევა.
გარსია “ლა მასიას” აღზრდილია, პროფესიონალურ დონეზე კი “ბარსელონაში” 1993-1999 წლებში თამაშობდა. ის “ბლაუგრანას” გაწვრთნაზე ყოველთვის ფიქრობდა, თუმცა, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ამჟამად ეს გაუჭირდება.
48 წლის დამრიგებელი სხვადასხვა დროს თელ ავივის “მაქაბიში”, “უოტფორდში”, “ლაიფციგში”, “ოლიმპიაკოსში”, “სელტასა” და სხვა გუნდებში მუშაობდა.
“ბარსელონა” რონალდ კუმანის შეცვლის მთავარ კანდიდატებად ჩავი ერნანდესსა და რობერტო მარტინესს განიხილავს. ბოლო ცნობების თანახმად, “მაესტრო” ფავორიტად ჩამოყალიბდა და ჟოან ლაპორტასგან ზარს ელოდება.
რა თქმა უნდა არ შეელევა, 7 თამაშიდან 1 მოიგო და მე-15 ადგილზეა.
კი მაგრამ ეს ვინ ჩაწერა კანდიდათთა სიაში. ვიღაც ფრანგულმა გაზეთმა?
რას აიტაცებთ ხოლმე? იმისთვის რო ახალი "ნიუსი" შემოგვთავაზოთ. ახლა ჩავი მოვა და დაწერთ რომ ბარსამ გარსიას კანდიდატურა დაბლოკაო?
ესენი სულ გამოსლევდნენ!!
My Webpage
რეალის და ლივერპულის ფრე გამოვიცანი, ნეტა უცრო მეტი დამედო.
😂😂😂😂😂😂😂😂
არ შეელევიანო😂😂..არმინდა თქვენი იყოს თქვენი……