workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანტე ბარსელონას დანაკლისით ხვდება

ლევანტე ბარსელონას დანაკლისით ხვდება

“ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა “ბარსელონასთან” ხვალინდელი მატჩის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ ვალენსიურ გუნდს “ბლაუგრანასთან” 6 ფეხბურთელი არ ეყოლება. ამის მიზეზი ტრავმებია.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ “ლევანტეს” “ბარსასთან” რობერტო სოლდადო, ენის ბარდი, ხოსე კამპანია და მიკაელ მალსა დააკლდებოდა, ახლა კი მათ რუბენ ვესუ და დანიელ კარდენასიც შეუერთდნენ.

ვესუ “ლევანტესთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. პორტუგალიელმა მცველმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6-დან 5 მატჩში ითამაშა და იგი ყველა მათგანში სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება კარდენასს, ესპანელმა მეკარემ მონაწილეობა 3 შეხვედრაში მიიღო.

“ბარსელონასა” და “ლევანტეს” თამაში ხვალ თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 26 სექ 2021, 14:23
    #4

    და ჩვენ რა ნაკლები ხალხი გვაკლია?

  • azulgerana
    schedule 26 სექ 2021, 00:54
    #3

    ძალიან კაი

  • Fc Barca Batumi
    schedule 26 სექ 2021, 00:04
    #2

    პაკოოო, არ ინერვიულოო, კუმანას გუნდის ნუ გეშინიაა

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 25 სექ 2021, 20:26
    #1

    აუ რა სილქ სპორტ 1 ხო არ ღადაობთ რა