workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლო ანჩელოტი: არ მიხარია, როცა ბარსელონას საქმე კარგად არ მისდის

კარლო ანჩელოტი: არ მიხარია, როცა ბარსელონას საქმე კარგად არ მისდის

“ბარსელონას” არც თუ ისე სახარბიელო შედეგებს, რომელთა გათვალისწინებითაც კატალონიური გუნდი 5 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა. 

ანჩელოტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” მისი გუნდის მთავარი კონკურენტია, რონალდ კუმანის შეგირდების ბოლოდროინდელი წარუმატებლობით გახარებული არ არის. 

“ბარსელონას” თამაშებს ვუყურებ. ზოგადად, სხვა გუნდებს თვალს ვადევნებ. არ მიხარია ის, რომ მათ საქმე კარგად არ მისდით. 

– ამბობს იტალიელი სპეციალისტი. 

“რეალს” საწყის 6 მატჩში 5 მოგება და 1 ფრე აქვს. ამ შედეგთან ყველაზე ახლოს “ატლეტიკოა”, რომელიც მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 25 სექ 2021, 14:33

    მეტი შენ რა გითხარი, მგონი სიხარულით აღარ იცის რა ქნას, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი აქვს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 25 სექ 2021, 12:07

    ღამე არ ძინავს ბარსელონაზე ნერვიულობით და განცდებისგან.

  • me da barca
    schedule 25 სექ 2021, 00:48

    ციტატა: JustBarcaLover
    თან ხითხითებს ისე ამბობს ეს შობელძაღლი


    სურათის მიხედვით დაასკვენი?

  • Barca1980
    schedule 24 სექ 2021, 22:25

    ციტატა: JustBarcaLover
    თან ხითხითებს ისე ამბობს ეს შობელძაღლი

    არამგონია , ერთერთი იმ მწვრთნელთაგანია , რომელსაც ღირსება და მეტოქის პატივისცემა არასოდეს არ ეშლება . თანამედროვეობის ერთერთი მაგარი მწვრთნელი , ვისგანაც ბევრს შეუძლია ისწვალოს დაცვიდან თამაში . მწვრთნელი , რომელიც ნებისმიერ სქემასა და ჩემპიონატის იდენტობას გაუმკლავდა წარმატებით . თუმცა მიხედავად ამ ყველაფრისა , 24 ში იმედია გამოკუმანდებაა !

  • alen halilovic
    schedule 24 სექ 2021, 20:58

    რა დღეში ვართ… ამათაც ვეცოდებით