“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რამონ პლანესმა “კადისთან” მატჩის (0-0) შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მხარი დაუჭირა.
კუმანს ჩვენი მხარდაჭერა აქვს. კვირას კიდევ ერთი მატჩი გაიმართება და ჩვენ მასთან ვართ. ის ჩვენი მწვრთნელია. ჩვენ ახალ ციკლში ვიმყოფებით და გვყავს ხარისხიანი მოთამაშეები დიდი მომავლით.
– ციტირებს პლანესის სიტყვებს RMC Sport.
ლა ლიგის 6 ტურის შემდეგ “ბარსელონა” ცხრილში, 9 ქულით, მე-7 პოზიციას იკავებს.
ისე რო ვფიქრობ, აი რა უნდა ექნა კუმანს ამ უბედურს. ვინც ყავდა ყველა გამოუშვა შეცვლაზე, მაგრამ ამ უჯიშოებმა ერთი აჩქარება არ მოინდომეს, ისე აკატავებდნენ ბურთს გეგონება 3-0 იგებდნენ თავიდანვე. ფინტი და დრიბლინგი სადღა იყო, პასებს ვერ აწვდიდნენ 10 მეტრშიც კი.
ეს დეპაი ორი თამაშისთვის მოვიყვანეთ, თავდამსხმელმა ერთი მცველი როგორ ვერ უნდა მოატყუოს. ახლა რასაც გვიყურებენ ლა ლიგის გუნდები, ყველა მიხვდა რა გუნდიც გვყავს და ნახეთ რა ბრძოლას გაგვიმართავენ ალავესები თუ ოსასუნები. ატლე და რეალი სხვა თემაა, პროსტო ამოგვტენიან და ეგ არის.
უბრალოდ თავს ძალას დავატან და გავჩუმდები, არ მინდა ბანი ავიკიდო, თორემ ჩემს მხარდაჭერას გაგიშიფრავდი დეტალურად.
კუმანს მხარს ვუჭერო?🤦♂️🤦♂️კიმაგრამ თამაშებს არ უყურებს ეს შლენგლე კაცი? ასეთი საშინელი ფეხბურთი ბარსასგან მე არ მახსოვს და ეს ამბობს მხარს ვუჭერო ..მოკლედ ეს კუილა გასაგდებია მაგრამ მთელი სამწვრთნელო შტაბიც ზედ უნდა მუაყოლონ