workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ჟოან ლაპორტა უსმან დემბელეს შეხვდა

Sport: ჟოან ლაპორტა უსმან დემბელეს შეხვდა

ორშაბათს, “ბარსელონას” პრეზიდენტსა და გუნდის ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს, შორის შეხვედრა შედგა, იტყობინება Sport.

კატალონიური გამოცემა წერს, რომ “გრანადასთან” მატჩამდე მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ მუსა სისოკო (დემბელეს აგენტი), მატეუ ალემანი (სპორტული დირექტორი) და რაფა იუსტე (ვიცე-პრეზიდენტი).

ლაპორტას 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება მარტიდან მოყოლებული სურს, უსმანი კი მის მიერ გამოჩენილ ნდობას აფასებს – მხარეებს შორის განწყობა პოზიტიურია.

კლუბის მიზანს, დემბელესთან შეთანხმების იანვრამდე მიღწევა წარმოადგენს. “ბარსა” მას 2-წლიანი ხელშეკრულების დადებას სთავაზობს. მოქმედ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულში ეწურება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 22 სექ 2021, 16:24
    #3

    ციტატა: Davita
    ამ უნიჭო ზანგებს რატო უნდა ეხვერწებოდეს ბარსა? რა უქნეს კლუბს


    იმიტომ, რომ მერე გაყიდოს და უფასოდ არ გაიქცეს.

  • nika 54
    schedule 22 სექ 2021, 14:17
    #2

    ეს მეორე მორიბაა.

  • Davita
    schedule 22 სექ 2021, 12:44
    #1

    ამ უნიჭო ზანგებს რატო უნდა ეხვერწებოდეს ბარსა? რა უქნეს კლუბს