მემფის დეპაი „ბარსელონას“ იმ იშვიათ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც სეზონის სტარტზე საუცხოო შედეგები აჩვენეს. ლა ლიგის საწყის ტურებში მან ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
„რეალ სოსიედადთან“ შეხვედრაში მან პიკეს ასისტი გაუკეთა, ხოლო „ატლეტიკსა“ და „ხეტაფეს“ გოლები გაუტანა. თუ დეპაი „გრანადასთან“ დუბლს გაიფორმებს „ბარსას“ ყოფილი ფეხბურთელების, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სესკ ფაბრეგასის შედეგებს გაიმეორებს.
კერძოდ: ზლატანმა, „ბარსას“ მაისურით ჩატარებულ საწყის ოთხ შეხვედრაში „ხიხონს“, „ხეტაფეს“, „ატლეტიკოსა“ და „რასინგს“ ჯამში ოთხი გოლი გაუტანა 2009/10 სეზონში. რაც შეეხება ფაბრეგასს, 2011/12 წლების სეზონში მან „ვილიარეალის“, „სოსიედადის“, „ოსასუნასა“ და „ვალენსიას“ წინააღმდეგ ოთხი გოლი და ოთხი ასისტი დააფიქსირა.
მემფისი წინასასეზონო შეხვედრებში აქტიურად იყო ჩართული „ჟირონას“, „შტუტგარტისა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.




ამ გუნდით სესკი საერთოდ რას მიღწევდა
მდაა, სესკის შედეგსაც ვერ მიაღწია.
ხო კაი შედეგი აქვს
აქ ერთ ფეხბურთელზე არაა ჯოხი გადასატეხი! გუნდია ჩამოშლილი. მემფისი რაღაცას მაინც ფაფხურობდა და სხვებზე რა უნდა ვთქვათ საერთოდ სირბილიც რო ეზარებოდათ თითქოს.
დეპაი კი არა, საკითხავია მთლიანად გუნდი თუ გაიტანს 2 გოლს.
კოუ ფლანგზე კიდე ბლიად ხე არი ეს ჩემისა კომანი რა
იმედია ამათ გზას არ გაყვება :დდ