რონალდ კუმანი 4-3-3 წყობას უბრუნდება: ბარსა ახალი შემტევი სამეულით ითამაშებს

რონალდ კუმანი 4-3-3 წყობას უბრუნდება: ბარსა ახალი შემტევი სამეულით ითამაშებს

“ბაიერნის” წინააღმდეგ 3-5-2 ფორმაციის გამოყენების შემდეგ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, მომდევნო მატჩში  ისევ 4-3-3 წყობას დაუბრუნდება – წერს Sport. 

“ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ტრადიციული განლაგებით თამაში საკადრო პრობლემების გამო ვერ მოახერხა, ამჯერად კი ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდს მოედანზე ძველებური წყობით გაიყვანს. 

კატალონიური გამოცემის ვარაუდით, “ბარსელონას” “გრანადასთან” ახალი შემტევი სამეული ეყოლება: ფილიპე კოუტინიო, ლუკ დე იონგი და მემფის დეპაი. 

ალტერნატიული ვარიანტი შემდეგნაირია: სასტარტო შემადგენლობაში ლუკ დე იონგის ადგილს იუსუფ დემირი დაიკავებს, დეპაი ცენტრში გადაინაცვლებს, ფილიპე კოუტინიო კი ნახევარდაცვაში ითამაშებს.

დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაში უნდა შედგეს ანსუ ფატის დაბრუნებაც. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბარსას” ახალი 10-იანი მოედანზე დაახლოებით 20 წუთს გაატარებს. 

“ბარსელონა”-“გრანადა” “კამპ ნოუზე” ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (14)

  • nika 54
    20 სექ 2021, 17:30

    მაინც ვერ გავიგე ფატის ათამაშებს თუ არა

  • M10 S9 D11
    19 სექ 2021, 21:41

    კოუტინიო ნახევარ დაცვაში დააყენოს ამ კვერცხმა და კოლადო ათამაშოს ფუ რა დებილია

  • Barca1980
    19 სექ 2021, 21:06

    გუნდში კი არადა , საერთოდ ფეხბურთშიც რომ ვერ ვხედავთ უმრავლესობა მაგის ადგილს ? მაგრამ , რად გინდა , კუმანი ხედავს სამაგიეროდ !

    ციტატა: frenkie dejong21
    ლუკ დეიონგი ძაან მეზედმეტება ვერ ვხედავ მაგ კაცის ადგილს ძირითადში და საერთოდ გუნდშიც ვერ ვხედავ მარა სხვა რაგზაა :დდდ

  • zorozoro
    19 სექ 2021, 19:42

    შტეგენი

    დესტი არაუხო გარსია ბალდე

    ბუსეკტსი დეიონგი

    კოუტინიო

    დემირი ლუკ დეიონგი დეპაი
    აი ეს დააყენე რა კუმან და ვსიო

  • CuleTillIDie
    19 სექ 2021, 17:23

    კაროჩე ბოლო შანსია ეს სეზონი ამ გაჭირებული კოუტინიოსთვის და ამ შლანგი კუმანის გამო მაინც თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშებს…

  • Davita
    19 სექ 2021, 15:55

    ეჰ ბრაითაც რო სანატრელი გაგიხდება კაცს :დდ ლუკდეიონგს 100 თავით სჯობს

  • Norman Bates
    19 სექ 2021, 14:20

    კოუტინიო ისევ ფლანგზე🤣🤣🤣დახურეთ კამპ ნოუ და დააწერეთ ქირავდება თქვენი დედაც მო***ან

  • rivaldo80
    19 სექ 2021, 14:15

    დაყენოს მარჯვნივ დემირი დროა უკვე სხვანაირად გაუჭირდება გახსნა

  • frenkie dejong21
    19 სექ 2021, 14:06

    ლუკ დეიონგი ძაან მეზედმეტება ვერ ვხედავ მაგ კაცის ადგილს ძირითადში და საერთოდ გუნდშიც ვერ ვხედავ მარა სხვა რაგზაა :დდდ

  • Don_Andresito
    19 სექ 2021, 13:57

    ვერ ვხვდები როგორ უნდა იმუშაოს ამ სქემამ, კოუც და დეპაიც მარცხნიდან თამაშობენ, ერთს მარჯვივ გადაწევა მოუწევს რაც დისკომფორტია, ორივე კარგავს მთავარ უნარს, დაარტყას კარში მარჯვენათი. ეს დე იონგი რო ზედმეტი კაცია როდის მიხვდება ნეტა ეს სლის ბუშტი. დააყენე მარცხნიდან კოუ ცენტრში დეპაი და მარჯვნივ დემირი. 18 წლის მაინც არი და დე იონგისგან განსხვავებით ბარსას მომავალია.

  • La Pulga10
    19 სექ 2021, 13:55

    ვითომ 4-3-3 მაგრამ ეს ჯობია იყოს.
    —დეპაი—-ლუკ სკაივოკერი
    ———–კოუ
    მეორე ტაიმში ფატი ლუკის ნაცვლად და ეგაა.

  • Andria
    19 სექ 2021, 13:52

    იმედია ფატის ათამაშებს 20-15-10 წუთი ძალიან ვნერვიულობ რომ ტრამვა არ მიიღოს კიდევ იმედია თვითონ ფიქრიც არაქვს თორემ აუცილებლად მიიღებს , თუ ტრამვებმა არ შეაწუხა დიდი ფეხბურთელი დადგება. წესით ათამაშებს ცოტას ნებართვაც მიიღო თამაშის დროის ეტაპობრივად მატებით ოღონდ და დიდი ალბათობით ათამაშებს ცოტას

  • cezo45
    19 სექ 2021, 13:39

    მარცხენა ფლანგზე დეპაის არამოაგდებს იმედია არ შეუცვლია ადგილს ყველაზე კარგად მაგ კრაიდან არის პროდუქტიული დეპაი და ჯობია კოუტინიო ნახევარდაცვაში ათამაშოს

  • NEYBarca
    19 სექ 2021, 13:33

    მოიცა და მარჯვნინვ რომელი უნდა დადგეს ? 🤔