სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ბარსელონამ” ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოში” გაანათხოვრა, რის პარარელურადაც სხვა თავდამსხმელის დამატებაზე მუშაობდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” “ლიდს იუნაიტედის” თავდამსხმელის, როდრიგოს იჯარით დამატებაც ცადა, თუმცა ინგლისურ კლუბს მისი შემცვლელის მოძებნისთვის დრო არ ჰქონდა, რის გამოც შეთავაზებაზე უარი თქვა.
საბოლოოდ, კატალონიურმა გრანდმა “სევილიადან” ლუკ დე იონგი შეიძინა, რომელმაც “ბარსას” მაისურით პირველი მატჩი უკვე ჩაატარა.
30 წლის როდრიგოს ლა ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ის “ვალენსიაში 6 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. 2020 წელს ესპანელი “ლიდს” შეუერთდა.



მესი გავუშვით და სუარესი დაბერდნენო და ეს ვიღაცა 30 წლისა უნდათ? მე რაღაცას ვერ ვიგებ? ან მესი ან სუარესი ამაზე მეტს ვერ გააკეთებდნენ.
რა დაკარგა მესიმ? 0-3 ბაიერნთან?
მესიმაც რამდენი დაკარგა წასვლით, უკვე დრო იყო მაინც რომ წასულიყო უბრალოთ გაცილებით მინდოდა გაეშვათ, წასასვლელია ასევე მისი თაობის ყველა ვინც დარჩა და კაი მწვრთნელი გვინდა სწორი ხედვებით და სწორი ტრანსფერებით, მერე გვეშველება რაღაც
ლუის დიასი როგორ მევასება დახატავდა ბარსას
ეს მაინც მოეყვანათ,მართალია არ მევასებოდა ვითომ რო კლასნი ფეხბურთელის შთაბეჭდილების დატოვებას ცდილობდა და რაღაც ტექნიკურ ილეთებს აკეთებდა მარა ლუკ დეიონგთან შედარებით მესია,ეს მინიმუმ 15 გოლს შეაგდებდა სეზონში,მარა არამგონია ამ ბარსელონამ სეზონში 15 გოლის გატანა შეძლოს
კაი ერთი