workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანში მომდევნო მატჩში ჩვეულ ტაქტიკას დაუბრუნდება

რონალდ კუმანში მომდევნო მატჩში ჩვეულ ტაქტიკას დაუბრუნდება

“ბარსელონა” მომდევნო შეხვედრაში, რომელიც კლუბს “გრანადასთან” ელის, ჩვეულ 4-3-3 ფორმაციას დაუბრუნდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს თანახმად, წინა სეზონისგან განსვავებით, “ბაიერნის” წინააღმდეგ “ბლაუგრანას” ფეხბურთელები სამმცველიან სქემაში თავს კარგად ვერ გრძნობდნენ, რაც თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახა. 

როგორც Sport იტყობინება, “ლურჯ-ბროწეულისფრები” გაკვირვებულნი იყვნენ იმით, რომ რონალდ კუმანი “რეკორდმაისტერის” მოთამაშეების ტაქტიკური გადაადგილებების საპასუხოდ, რომლებიც “ბარსას” სქემას ადვილად უმკლავდებოდნენ, არაფერს ცვლიდა. გამოცემის აზრით, ნიდერლანდელი სპეციალისტის არჩეული ტაქტიკა შეცდომა იყო და გუნდს 4-3-3 ფორმაციით გაცილებით უკეთესად თამაში შეუძლია.

კატალონიურ გრანდს მომდევნო შეხვედრა 20 სექტემბერს შინ, “გრანადას” წინააღმდეგ ელის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 16 სექ 2021, 14:51

    ეხლა ამის ჩვეული ტაქტიკა რომელია იცით ვინმემ? თუ სამცველიან სქემაში გერმანელები კარგად გვიმკლავდებოდნენ, ვერ შეცვალა მეორე ტაიმში მაინც ეს სქემა? აუცილებელია ლა ლიგის თამაშზე ათამაშოს 4-3-3, თუმცა ეგეც მეეჭვება რო გააკეთოს.

  • Fc Barca Batumi
    schedule 16 სექ 2021, 12:02

    ვალიკოს თამაშის დროს ჩაცუცქული ეძინა, სამაგიეროდ: ლა ლიგას, კოპას, და ლიგის ფინალამდე მივყავდით!
    პროსტა ფინალი არ ევასებოდა!