workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება 259 დღის შემდეგ

ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება 259 დღის შემდეგ

გუშინ, “ბაიერნთან” შეხვედრაში, ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა.

ბრაზილიელმა მუხლის ტრავმა გასული წლის დეკემბერში, “ეიბართან” გამართულ დაპირისპირებაში (1-1) მიიღო, რის შემდეგაც თითქმის 9 თვე გაუცდა.

“ბარსას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ფილიპე გუნდს 259-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რაც პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრია, თუმცა მთავარია, რომ 29 წლის მოთამაშე საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

კოუტინიომ ლუკ დე იონგი შეცვალა და მოედანზე დარჩენილი 24 წუთი გაატარა, რა დროის განმავლობაშიც ცუდად არ გამოიყურებოდა და ერთხელ, კარის მიმართულებით სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი მანუელ ნოიერის კარს ასცდა. ფილიპემ 12 პასიდან ყველა ზუსტად შეასრულა და “ბლაუგრანას” მხრიდან, ერთადერთი იყო, რომელმაც კარისკენ ორჯერ დაარტყა (ერთი დარტყმა მეტოქემ დაბლოკა).

ბრაზილიელს დიდი სათამაშო დრო არ მიეცა, თანაც, გუნდი უკვე 2 ბურთით აგებდა, თუმცა მისი აქტიურობა შესამჩნევი იყო და მატჩის ბოლო მონაკვეთში “ბარსელონას” თამაშის გაუმჯობესებაში დიდი როლი ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 16 სექ 2021, 15:44

    ალბათ როგორ უნდოდა ბაიერნის მაისურით შემოსულიყო რო ერთი ორი გოლი ჩაეწერა აქტივში. მიეჩვიე ძმაო უკვე დროა, ბარსაში თამაშობ და ითამაშე როგორც ბარსელონას ეკადრება. თორემ აქედან წახვალ და არავის არ ენდომები ისეთ სახელს ტოვებ.

  • M10 S9 D11
    schedule 15 სექ 2021, 20:16

    ფანტაზია შემოიტანა თამაშში

  • ჯორჯ
    schedule 15 სექ 2021, 19:45

    გააგდეთ ეს ამის იმედი როგორც უნდა გქონდეთ

  • rivaldo80
    schedule 15 სექ 2021, 19:30

    რავიცი ამის ათამშების მე არ მჯერა და გუშინაც არაფერი არ გაუკეთებია ხასიათების ფეხბურთელია ნახევარდაცვასლში ამას მაინც არ დაყენებს გაუშვებს მარცხნივ…ჯობია პატარებს მიეცეს დრო

  • Andria
    schedule 15 სექ 2021, 19:22

    აგინეთ ლაპორტას მიდით მერე სათითაოდ რო ყველა ქებას დაუწყებს. გუნდი რო ბანკროტზე არაა რაც სავსებით რეალური იყო ლაპორტას დამსახურებაა ;)))

  • Lasho
    schedule 15 სექ 2021, 19:19

    პედრის ტრამვააქვს.. დეიონგი ბუსი კოუტინიო(პუჩი) დააყენოს ახლა

  • Davita
    schedule 15 სექ 2021, 19:09

    თუ დააყენა თავგასიებულმა სწორ ადგილას იზავს რამეს

  • ROUCH
    schedule 15 სექ 2021, 19:09

    პედრი აილეწა ვნახოთ ეხლა იქნებ მეტი დრო მიცეს ამასაც და პუჩსაც ერთი ბუსკეცის მინი ტრამვაც გაასწორებდა რო ფრენკი კოუ რობერო ან პუჩი ცადოს და ვნახოთ როგორ ითამაშებენ

  • cezo45
    schedule 15 სექ 2021, 19:05

    ესეც დიდი ვერაფერია სანამ ტრავმას მიიღებდა მანამდეც ვერ ბრწყინავდა.. რავიცი ვნახოთ იქნებ მოუმატოს და იმის ნახევარიც რო გააკეთოს რასაც ლივერპულში აკეთებდა