ჟერარ პიკეს კომენტარი ბაიერნთან მატჩის შემდეგ

ჟერარ პიკეს კომენტარი ბაიერნთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” ესპანელი მცველი, ჟერარ პიკე, “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ, კომენტარს აკეთებს.

კატალონიელებმა მატჩი 0-3 დათმეს. 34 წლის ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

შედეგი ცუდია. პირველ ნახევარში უკეთ გამოვიყურებოდით. პირველი გოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა, მეორე ბურთმა კი შოკში ჩაგვაგდო. რაც არის, არის, ახლა, ვართ ის, ვინც ვართ. ეჭვი არ მეპარება, რომ კონკრენტუნარიანი გუნდის შექმნას შევძლებთ. ფეხბურთი ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ანსუ, კუნი, დემბელე და სხვები არიან.

შესაძლოა, ფავორიტები არ ვიყოთ, მაგრამ, არაუშავს, გაიხსენეთ გასული სეზონის “ჩელსი”.

მატჩის 59-ე წუთზე, რონალდ კუმანმა მოედანზე, სერჟი რობერტოს ნაცვლად, იუსუფ დემირი გამოიყვანა. “კამპ ნოუზე” შეკრებილმა პუბლიკამ ესპანელი სტვენით გააცილა.

მინდა, ხალხს შევახსენო, რომ რობერტო განაპირა მცველი არ არის, მაგრამ მზადაა, გუნდის დასახმარებლად ითამაშოს. მას “ბარსელონა” წარმოუდგენლად უყვარს. ადამიანებს აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ, მაგრამ იმ ფეხბურთელის კრიტიკა, რომელიც კლუბისთვის ყველაფერს აკეთებს, ცუდია.

– თქვა პიკემ.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში კიევის “დინამოსა” და “ბენფიკას” დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (27)

  • nika 54
    15 სექ 2021, 14:24

    ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში კიევის "დინამოსა" და "ბენფიკას" დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
    ამ სიტყვებზე გამახსენდა, ბაიერნი იქით იყოს და ვითომ ამათ მოვუგებთ? ჩვენ ევროპა ლიგაც არ გავიხდეს სანატრელი კუმანის ხელში.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    15 სექ 2021, 13:43

    ციტატა: azulgerana

    ციტატა: Nina
    ეს კარიერის დასრულებამდე სკამზე რომ გადაჯდეს რობერტოს იმედი უნდა ქონდეს ადამიანს თუ ემილიან ლენგლესი.


    აბა რავი ვის მოაფიქრდა ამის სკამზე დასმა რომელია ეგ ჭკვიანი smile


    წერია აქ და მოძებნე 🙂

  • gio-rakitich
    15 სექ 2021, 10:34

    ციტატა: VanillaDream

    ციტატა: azulgerana

    ციტატა: VanillaDream
    ძველი ექაუნთით ვამბობდი მე ვალვერდე მოგვენატრება თქო… როგორც მინიმუმ ტაქტიკა ესმოდა მაგ კაცს და რომ არა ბარსას ფეხბურთელების უუნარობა მინიმუმ ერთ ლიგას დადებდა ეგ კაცი. აი ხო საშინელ ფეხბურთს თამაშობდა ბარსა, მაგრამ სეზონში 3-4 მატჩზე მეტს არ აგებდა, და რომ არა ჩასვრილი მესი და ალბა და მათი საძმაკაცო ერთ ლიგას იმსახურებდა ეგ კაცი. ტაქტიკა მაინც ესმოდა. (და რეალმა ერთხელაც ვერ მოუგო მათი სანაქებო ზიდანით. რეალმა კი არა 1-ზე მეტჯერ მგონი ვერავინ ვერ მოუგო ვალვერდეს)


    აუ შენ თუ ვალვერდე გენატრება ბიძია რაზე უნდა გელაპარაკო smile blush smiley ვაიმე გავჩუმდი


    ვალვერდესა და კუმანს შორის სხვაობას თუ ვერ ხედავ კი ყოფილხარ კუმანის ღირსი. ტაქტიკურად ვალვერდე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწვრთვნელია მსოფლიოში, ბარსას ფილოსოფიის არაა და არც მე ვიყავი მისი გუნდის სანახოაბრივი ხარისხით მოხიბლული, მაგრამ ფეხბურთი ესმოდა მაინც და კუმანზე ცუდ ფეხბურთს ნამდვილად არ ათამაშებდა გუნდს.


    Vaniladream
    საღოლ ძმა კრისტალს თუარ ბაზრობდე იმისდედავატირე,შეილება სანახაობას ვერ დგავდა ვალვერდე მარა რაღაცა მონახაზი მაინც ქონდა და ტიპი კლასიკოს არ აგებდა, ლა ლიგა მაინც არ გვენატრებოდა მაშინ ,უბრალოდ თვითონ ფეხბურთელები გამოდიოდნენ ლიგის მატჩებზე ისეთი განწყობით უკვე ლუჩოს დროიდან თითქოს შავკატას გადაერბინა და დაშინებულები დათარსული განწყობით დარბოდნენ სტადიონზე და მერე ყველაფერი იმ კაცს ბრალდებოდა.
    ქეცბაიასი არ იყოს წლების წინ მთელი საქართველო რო ფეხბურთს უხსნიდა ცხვარზე და ოციანზე მოთამაშე სასტავით ევროპა ლიგას რო თხოვდნენ, თურმე ეხლა მართალი ყოფილა ქეცბაია 😃😃😃

  • LM10RG10
    15 სექ 2021, 10:24

    კამანდა პიკეს ლანძღავს😐ბარსელონას მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება აიღო დს ეს,რო არ გვყოლოდა ის 8-2 მონაგონი იქნებოდა😏მთლიანად გუნდია ჩამოშლილიიიი გუნდიიი,ფორმის პიკში პუიოლი-პიკეს დუეტი,რომხ ყოფილიყო მაინც ვერ გააჩერბდნენ ამ ბაიერნს

  • neo222
    15 სექ 2021, 07:56

    პიკე სუფთა ყლიკე ხარ რა

  • azulgerana
    15 სექ 2021, 03:08

    ციტატა: Nina
    ეს კარიერის დასრულებამდე სკამზე რომ გადაჯდეს რობერტოს იმედი უნდა ქონდეს ადამიანს თუ ემილიან ლენგლესი.


    აბა რავი ვის მოაფიქრდა ამის სკამზე დასმა რომელია ეგ ჭკვიანი smile

  • M10 S9 D11
    15 სექ 2021, 02:37

    გადაჯექი სკამზე ან წადი დაბერდი მიხვდი როგორმე