სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ბარსელონამ” ახალგაზრდა ნახევარმცველის, დანი ოლმოს შეძენა ცადა, თუმცა “ლაიფციგთან” შეთანხმებას ვერ მიაღწია.
La Sexta-ს ჟურნალისტი, მარია გარიდო იტყობინება, რომ 23 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2022 წელს მაინც გადავა.
წყაროს ინფორმაციით, მხარეებს მხოლოდ ის დარჩათ გასარკვევი, ტრანსფერი ზამთარში განხორციელდება თუ ზაფხულში. იმავე ჟურნალისტის მტკიცებით, ოლმო ხელფასს მნიშვნელოვნად შეიმცირებს.
დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, ესპანელი ნახევარმცველი “ბლაუგრანაში” გადასვლას დაუყოვნებლივ დათანხმდა. მას არც ანაზღაურების დაკლებასთან დაკავშირებით ჰქონია პრობლემა. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ კლუბი ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.




ესენი უკვე მომავალში იყურებიან და ამ დროს გუნდი არა გვყავს ჯერ ამ სეზონის.
როდის იყიდის როდის
რეალი მბაპეს იყიდის, ჩვენ ოლმოს, რეალი პოგბას იყიდის ჩვენ ქვილითაიას და ასე გვინა კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა? ოლმოზე უკეთესები გვყავს გუნდში
ეს ფლანგზეც თამაშობს, ართმევაზეც კარგია და პრესინგზეც, დარტყმაც აქვს და პასიც სრულყოფილი ფეხბურთელია. მოსაყვანია აუცილებლად
ან რომელი ზეტალანტი დაინახეს ამაში, ბოლო ბოლო პიანიჩი მოაჯინეს სკამზე.
ევროზე იტალიასთან ნამდვილად კარგი თამაში ჩაატარა, მოძრავია, პასის კულტურა აქვს, ასევე სწრაფი და მოხერხებულიცაა, თუმცა ნახევარდაცვაში სხვა პოზიციებთან შედარებით ნაკლებად გვიჭირს, ამიტომ ამის მოყვანამდე სჯობს მცველეზე და ფორვარდზე იჩალიჩონ, ასევე დესტისა და ალბას კონკურენტებზე, ამასთანავე თუკი სიტყვაზე კოუტინიო ათამაშდა და ხელფასი შეიმცირა, მაშინ საერთოდ აღარ გახდება საჭირო, ასევე პედრი და პუჩიც გვყავს იმავე პოზიციაზე ხოდა რატო ეტაკნენ ამას ვინმე ამიხსნის?
ჩვენც გაურკვევლობაში ვართ
ძალიან მაგარია ევროპაზეც მაგრად ითამაშა ნაკრების ძირითადი ფეხბურთელია ზუსტად ესეთი ესპანელებია საჭირო გუდში.აღარა საჭირო სხვა ქვეყნებიდან გაპიარებული ფეხბურთელების მოთრევა ლალიგაში ბევრია ნიჭიერი.
მორიბას გაშვება გამიზნული ხოდი ყოფილა
კაი ზამთარში 60 მლნს გადახდა უაზრობაა,თუ ფეხბურთელებს ჩართავენ ტრანსფერში კი.ლაპორტ შენ იყო პლატინი ჰოლანდი თუ არ დადო ზაფხულში.