ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხო: “ბარსელონა”? მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ”

არაუხო: “ბარსელონა”? მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ”

ესპანური “ბარსელონა” დაინტერესებულია არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” ახალგარზრდა თავდამსმელით, სერხიო არაუხოთი, გადმოგვცემს sport.es.

19 წლის ფეხბურთელი არგენტინული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. ის უკვე დიდი ხანია გამოირჩევა კარგი თამაშით. არაუხომ იცის “ბარსელონას” ინტერესის შესახებ, თუმცა ამით ეიფორიაში არ ვარდება.

“მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ, თუმცა ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი კალიბრის გუნდი ინტერესდება ჩემით. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ახლა ყველაფერთან ერთად მოთმინებით უნდა ვიყო. ჩემმა აგენტმა “ბარსელონას” ინტერესის შესახებ მაცნობა და მითხრა, რომ საჭიროა დაცდა” – განაცხადა არაუხომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში