workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი გავისა და ნიკო გონსალესს პირველ გუნდში დატოვებს

რონალდ კუმანი გავისა და ნიკო გონსალესს პირველ გუნდში დატოვებს

“ხეტაფესთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში “ბარსელონას” რიგებში გავის დებიუტი შედგა, მასთან ერთად კი მოედანზე ნიკო გონსალესიც გამოჩნდა, რომლისთვისაც ეს მე-2 მატჩი იყო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რონალდ კუმანი გავისა და ნიკოს სანაკრებო პაუზის შემდეგაც პირველ გუნდში დატოვებს – თუ ისინი პროგრესს განაგრძობენ, მეტ სათამაშო დროსაც მიიღებენ.

17 წლის გავიმ და 19 წლის ნიკომ პრესეზონზე თავი კარგად გამოიჩინეს, რის გამოც ისინი ახალ სეზონს პირველ გუნდთან ერთად იწყებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • azulgerana
    schedule 30 აგვ 2021, 19:54

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    wink ვერ ვიჯერებ წაკითხულს –
    აქ უმეტესობა ოცნებობს ბარსას წაგებულ თამაშებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ლაპორტამ პუჩის გამო კუმანი გააგდოს..
    fearful fearful fearful საოცრებაა..


    კაი არ მჯერა რა პონტია

  • MARI=BARCA-fan
    schedule 30 აგვ 2021, 18:54

    wink ვერ ვიჯერებ წაკითხულს –
    აქ უმეტესობა ოცნებობს ბარსას წაგებულ თამაშებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ლაპორტამ პუჩის გამო კუმანი გააგდოს..
    fearful fearful fearful საოცრებაა..

  • nika 54
    schedule 30 აგვ 2021, 17:19

    არვიცი პუჩი რითია მაგაზე ნაკლები.

  • DE PE FA
    schedule 30 აგვ 2021, 16:18

    ციტატა: Albicelecte
    მოიგებს ბაიერნი 1:6 კამპ ნოუზე და ლაპორტა ღონიერ პანჩურსაც ამოსცხებს


    ბაიერნთან თუ გაძვრა კუმანი ოქტომბერიში ისეთი 3 თამაში გვაქ მიყოლებით ეჭვი მაქ მანდ ვერ გაძვრება და ზამთარში ჩაალაგებს ბარგს.ატლეტიკო,ვალენსია რეალი და ერთიც ლიგის მატჩი გვაქ ატლე ვალენსიას მერე და ოქტომბრის ბოლოს რეალი😁

  • La Pulga10
    schedule 30 აგვ 2021, 15:53

    იასნა გავი ძაან მაგარია,მაგრამ პატარაა ჯერ.აი ნიკოს დრო უნდა გაუზარდოს.

  • C.PC5
    schedule 30 აგვ 2021, 15:53

    თუ პიანიჩი გაუშვეს მაშინ ისედაც საჭირო გახდება ამათი დაწინაურება, ემერსონიც თუ მართლა გაიყიდა არამგონია რობერტო ისევ ნახევარმცველად მოიაზრებოდეს მერე, ასე რომ ყველაფერი ხელს უწყობთ დაწინაურებაში😊

  • Albicelecte
    schedule 30 აგვ 2021, 15:53

    კარგია, თUმცა ეს კუმანის დამსახურება ვერ იქნება
    ამას რიკის ჯიბრზე აკეთებს, რომ დაუმტკიცოს პუბლიკას და ხელმზღვანელობას, რომ აგერ, არ ვებრძვი ახალგაზრდებს და პირიქით, ხელს ვუწყობო…
    არა უშავს, მოიგებს ბაიერნი 1:6 კამპ ნოუზე და ლაპორტა ღონიერ პანჩურსაც ამოსცხებს ჰოლანდიური ჯიშის ძროხას, 1 გუნდში დაწინაურებული ახალგაზრდები კი დარჩებიან და პროგრესს განაგრძობენ