workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ბ იბიცას ფეხბურთელს იმატებს

ბარსა ბ იბიცას ფეხბურთელს იმატებს

ალბერ როგეს ინფორმაციით, “ბარსელონა”, სარეზერვო გუნდისთვის, “იბიცას” ცენტრალურ თავდამსხმელს, ანხელ როდადოს იმატებს.

როგორც კატალონიელი ჟურნალისტი იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და “ბარსა ბ-ს” იჯარით შეუერთდება.

კუნძულელი “მალიორკას” აღზრდილია, სეგუნდა დივიზიონის ბინადარ “იბიცას” რიგებში კი 2018 წლიდან ასპარეზობს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ “ბლაგრანამ”, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, სარეზერვო გუნდის გასაძლიერებლად იუსუფ დემირი (თუმცა იგი პირველ გუნდში თამაშობს), ფერან ჟუტგლა, კაი რუის-ატილი, ანტონიო არანდა, გილემ ჟაიმე და ჟორდი ესკობარი გადაიბირა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 29 აგვ 2021, 18:07
    #3

    რა ჯანდაბად უნდა ეს უტვინო ფეხბურთელები…

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2021, 16:09
    #2

    24 წლის ბ-ში? აბა ძირითადში ვინღა უნდა მოიყვანონ გრიზმანისხნისები?

  • La Pulga10
    schedule 29 აგვ 2021, 15:32
    #1

    არ ივარგებს ნაგულავები იქნება