workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუსა ვაგე ლილს შესთავაზეს

მუსა ვაგე ლილს შესთავაზეს

გაგიკვირდებათ და “ბარსელონაში” ისევ ირიცხება ასეთი ფეხბურთელი მუსა ვაგე. 22 წლის მარჯვენა მცველი “ბლაუგრანაში” ამ ზაფხულში დაბრუნდა და კლუბი მას უკვე ყიდის.

Foot Mercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, ვაგე ბოლო საათებში ფრანგულ “ლილს” შესთავაზეს, რომელიც ახალ მარჯვენა მცველს ეძებს.

სენეგალელ ფეხბურთელს “ბარსასთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, მაგრამ კატალონიური კლუბი მასთან განშორებას აპირებს. წყაროს ცნობით, “ბლაუგრანა” ვაგეს დაახლოებით 3 მილიონ ევროდ გაყიდვა უნდა.

“ბარსელონამ” მუსა ვაგე 2018 წლის ზაფხულში დაიმატა, მაგრამ მისი კარიერა კატალონიურ კლუბში კარგად ვერ წარიმართა. “ბლაუგრანამ” სენეგალელი 2020 წლის იანვარში “ნიცაში” გაანათხოვრა, გასული სეზონი კი მან იჯარით პაოკ-ში გაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Bobi
    schedule 27 აგვ 2021, 22:32
    #6

    რო მოვიდა იყო რაღაც იმედები, ამრა ძალიან მძიმე ტრავმაც მიიღო როგორც მახსოვს. რამდენიმე თვე გამოტოვა

  • altuna
    schedule 27 აგვ 2021, 17:42
    #5

    სერიოზული ტრავმა ქონდა ამას ბოლოს როგორც მახსოვს ფეხი მოიტეხა 🤔

  • azulgerana
    schedule 27 აგვ 2021, 15:37
    #4

    ციტატა: El pistolero 9
    და შანსი მისცეს რო რამე დაემტკიცებინა?? არადა არააა ცუდი ფეხბურთელი


    კაი ფეხბურთელია მართლაც. როგორც ჩანს ცოტა რასისტია მისტერ კუმანიც smile

  • ♠️Spooky♠️
    schedule 27 აგვ 2021, 15:06
    #3

    ar iyo da aris es cudi bichi, vinc gvyavs imat bevrad ar chamorcheba yovel shemtxvevashi dd mgoni msoflioze iyomara da dzaan sakaifodac

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2021, 14:46
    #2

    ანუ ეს "წარმოშობით" სენეგალელია ხომ?

  • El pistolero 9
    schedule 27 აგვ 2021, 14:14
    #1

    და შანსი მისცეს რო რამე დაემტკიცებინა?? არადა არააა ცუდი ფეხბურთელი