გახდა ცნობილი იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც იბრძოლებენ 2010/2011 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისათვის UEFA -ს ვერსიით, იტყობინება ორგანიზაციიის ოფიციალური საიტი. მოგახსენებთ, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში სულ 3 კანდიდატია წარდგენილი, აქედან ორი კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას იცავს, ხოლო ერთი მადრიდის “რეალის”.
გამოკითხვაში, რომელიც UEFA –მ ჩაატარა, 53–მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. ტიტულის სამი პრეტენდენტის სიაში შევიდნენ : ლიონელ მესი და ხავი ერნანდესი კატალონიის “ბარსელონადან”, ხოლო კრიშტიანო რონალდუ ესპანური სამეფო გუნდიდან, მადრიდის “რეალიდან”.
UEFA -ს გამოკითხვის შედეგები 25 აგვისტოს, მონაკოში გახდება საჯაროდ ცნობილი. აღნიშნულ დღეს გაიმართება 2011/12 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა და ასევე დასახელდება 2010/11 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი.
ვინ გახდება ევროპის საუკეთესო ? ამას 25 აგვისტოს გავიგებთ…