workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრეითუეიტი ბარსელონაში რჩება

ბრეითუეიტი ბარსელონაში რჩება

მარტინ ბრეითუეიტი არ აპირებს, მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონა” დატოვოს. სხვა კლუბებიდან მიღებული შეთავაზებების მიუხედავად, დანიელი ფორვარდის პრიორიტეტი კატალონიურ გრანდში დარჩენაა და მისი სურვილი კლუბისთვის უკვე ცნობილია. 

ინფორმაციას ARA-ს ჟურნალისტი ტონი პადილია ავრცელებს. 

ბრეითუეიტმა ლა ლიგის პირველ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. 

მარტინის წასვლის შემთხვევაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე მისი შეცვლა 24 წლის რეი მანაის მოუწევს, რომელიც წინა სეზონში “ბარსა ბ-ში” თამაშობდა. ბრეითუეიტის დარჩენას ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ მისი ანაზღაურება “ბარსელონას” მოთამაშეების უმრავლესობასთან შედარებით დაბალია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 13:39

    ციტატა: nika 54
    "ბრეითუეიტი ბარსელონაში რჩება"
    მის გარდა ასევე რჩებიან: მორიბა, პიანიჩი, დემბელე, უმტიტი, ლენგლე და ყველა ვისი გაშვებაც გვინდოდა.


    smile ღადაობ ხო?

  • nika 54
    schedule 21 აგვ 2021, 13:38

    "ბრეითუეიტი ბარსელონაში რჩება"
    მის გარდა ასევე რჩებიან: მორიბა, პიანიჩი, დემბელე, უმტიტი, ლენგლე და ყველა ვისი გაშვებაც გვინდოდა.

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 13:34

    ციტატა: totti10

    ციტატა: azulgerana
    მესის და ნეიმარს რატომ არ ათამაშებენ ხო არ იცით?

    ვითომ მესი არაა მოწოდების სიმაღლეზე და ნეიმარს მაგრად ეკიდა ეტყობა :დ შენ თუ გგონია ეგენი 32 მატჩს ითამაშებენ საფრანგეთის ჩემპიონატში ცდები :დ მალე მაგათ მბაპეც შეურთდება და ეგაა :)))


    ხო იასნია სკამი ყავთ და რატო უნდა შეაწუხო.

  • xavi73
    schedule 21 აგვ 2021, 09:59

    რაღა გვიჭირს ეს თუ რჩება.დ

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 06:08

    მესის და ნეიმარს რატომ არ ათამაშებენ ხო არ იცით?

  • Norman Bates
    schedule 21 აგვ 2021, 00:32

    მარტინი არის კაცი, რომელიც ლეგანესის ძირითადში ვერ ხვდებოდა ორი წლის წინ და დღეს ბარსელონას ძირითადისთვის იბრძვის😀ლომი ხარ მარტინ, ლიგის ფინალში უნდა გაიტანო და კლუბის ლეგენდა გახდე

  • Bobi
    schedule 20 აგვ 2021, 23:21

    მარტინი არის ეკონომ პაკეტი. იაფია, დაბალი ხელფასი აქვს, არაფერს ითხოვს და თან მუშაა და თავის გასაკეთებელს ყოველთვის იზამს. ხანდახან მოლოდინსაც გადააჭარბებს. 😃 იმისიც არ შეგეშინდება, რო როდესმე ხასიათის გამო თამაშს ჩააგდებს, ძალიან სერიოზული და მოტივირებული ტიპაჟი ჩანს

  • Zura Gviniashvili
    schedule 20 აგვ 2021, 23:01

    ციტატა: iniesta
    მეგობრებო ლიგა1 რომელი არხი აჩვენებს?


    რათ გინდა ლიგა ერთი მესი მაინც არ იქნება

  • DE PE FA
    schedule 20 აგვ 2021, 22:50

    თუ დარჩა ბომბარდირი გახდება🙃
    პედრიზეც დავწერე ევროპის აღმოჩენა გახდება თქო და კი გახდა ყველაფერი ჩვენი პედეიტო🙃ასე რომ ჰიტმენი წელს 25 გაიტანს და გახდება ბომბარდორი😁

  • Iniesta_8
    schedule 20 აგვ 2021, 22:27

    ციტატა: Vito Kharshiladze
    ამწუთისთვის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა ბარსაში ეს. ამ სეზონის მიხედვით


    ჯერ ერთი თამაში ითამაშეს სულ და ეგრე პიკე მეორე ბომბარდირი რომაა რა მაგით. 10-15 გოლზე მეტს ვერ გაიტანს და ვერც იმას იტყვი შემდეგ სეზონში მოუმატებსო, 30 წლისაა.

  • iniesta
    schedule 20 აგვ 2021, 21:58

    CHEPE,
    მადლობა დიდი

  • Cule 001
    schedule 20 აგვ 2021, 21:48

    აბა ვის რა ჩემფეხებათ უნდა ამაში ვინაა ფულის გადამხდელი, თავისუფდლი დგენტის სტატუსით თუ დაიმატებს ვინმე თორე, ყიდვით ვის რათ უნდა

  • C.PC5
    schedule 20 აგვ 2021, 21:47

    უნამუსო ვიყო თუ ამის გაშვება რაიმე ლოგიკით მინდოდეს laughing დამევასა ეს თავჩერგელა რაღაცნაირად, კაი ცენტრფორვარდი რომ გვყავდეს იდეალური შემცვლელი იქნებოდა wink მაგრამ მემგონი ფატი მოსვავს მაინც სკამზე და კონკურენციაში ვნახოთ რას იზამს მერე.

  • azulgerana
    schedule 20 აგვ 2021, 21:18

    ერთ კვირაში ესეთი პოსტი ალბათ 60 მაინც წავიკითხე 😁😁😁 არა თქვენზე არაფერს ვამბობ უბრალოდ ტყუილად ნუ წვალობთ თორე ისე ჯიგრები ხართ.

  • La Pulga10
    schedule 20 აგვ 2021, 20:59

    ვინმე მოჰყავთ?ვერა,ამიტომ უნდა დარჩეს,თანაც შრომობს,დარბია და თავისი გააქვს.

  • iniesta
    schedule 20 აგვ 2021, 20:59

    მეგობრებო ლიგა1 რომელი არხი აჩვენებს?

  • Vito Kharshiladze
    schedule 20 აგვ 2021, 20:50

    ამწუთისთვის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა ბარსაში ეს. ამ სეზონის მიხედვით