“ბარსელონასა” და სამუელ უმტიტის პოზიციები თანდათანობით ერთმანეთს ემთხვევა და მხარეები გამოსავლის მოძებნასთან ახლოს არიან.
ფრანგი უკანახაზელი, რომელიც თავდაპირველად წასვლაზე უარს აცხადებდა, ახლა მზადაა, “ბარსა” დატოვოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბი და ფეხბურთელის აგენტი არსებულ შემოთავაზებებს ერთად განიხილავენ და მის მომავალ კლუბს ეძებენ. 27 წლის მოთამაშით ლიონის “ოლიმპიკი” და “რომა” ინტერესდებიან.
გამპერის თასზე გულშემატკივრების სტვენამა და “სოსიედადის” წინააღმდეგ განაცხადს მიღმა დარჩენამ, უმტიტი “ბარსადან” წასვლაზე დააფიქრა.
ლიონში დაბრუნება ჯობს.
ძალიანაც ნუ გვიხარია, ჯერ არ წასულა და აქ როგორც მოსულა ხვალ შეიძლება წავიკითხოთ, რო უმტიტიმ წასვლა გადაიფიქრაო.
ამის და პიანიჩის წასვლა, დამატებით პიკეს გარდა სხვა კაპიტნებთან სახელფასო შეთანხმების მიღწევა – ფინანსურ ხარჯებს სერიოზულად დაზოგავს
ეეხ უმტო როგორ მევასებოდი და გადააყოლე მსოფლიოს შენი კარიერა
გაასხას სასწრაფოდ გაასხას ამ მეანდერტალელმა
არადა თავის დროზე ძალიან მაგარი იყო, ტრავმამ გაანადგურა. უნდა წავიდეს შეიძლება იქ ათამაშდა, ნაკლები წნეხის ქვეშ იქნება.